"ახლა იწყება თავდავიწყება! პოპკორნი მოიმარაგეთ"

loading...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდგომ მის მიერ დაგეგმილ მოქმედებებზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მიზანი უკრაინაში პეტრო პოროშენკოს შეცვლაა.

“არანაირი არც განზრახვა არც სურვილი, არც გეგმა არ მაქვს, პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რაც გადაჯღაბნეს იქ. ჩვენ შევცვლით უკრაინაში ხელისუფლებას. ბრძოლა მე არ მესწავლება! დღეს პირველი და გადაუდებელი ამოცანაა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და ამაში მე ვითამაშებ გადამწყვეტ როლს. ახლა იწყება თავდავიწყება! პოპკორნი მოიმარაგეთ.” – განაცხადა სააკაშვილმა

    www.marshalpress.ge