სამტრედიაში დედამ შვილი საფლავიდან ამოთხარა...

loading...

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუა დედამ საფლავიდან ამოთხარა.

ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა. 


“წუხელ მოუპარია საფლავიდან მიცალებულები. მე გვიან მეზობლებმა გამაგებინეს. ახლა ვიყავი სასაფლაოზე და ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ძვლებია დაყრილი და საფლავი სულ გადათხრილია. უკვე დავრეკე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას" - ამბობს დარიკო ჯაში.


გარდაცვლილის დედასა და ბიცოლას შორის დაპირისპირება დემურ სტურუას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თავდაპირველად პოლიციამ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე დააკავა, თუმცა პოლიციელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნონა ჯოჯუა პოლიციელის გამართლების შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილი გოდერძი თევზაძეს არ მოუკლავს და დამნაშავე სხვა პიროვნება იყო, რომელსაც აუცილებლად იპოვნიდა. თავის მხრივ, შვილის მკვლელის სანაცვლოდ ფულის აღებაში ადანაშაულებდა რძალს დარიკო ჯაში.

    www.pia.ge