"შოკში ვარ, მოვითხოვ დაუყოვნებლივ ექსპერტიზას!"

loading...

უკრაინის პრეზიდენტის  ფრაქციის ლიდერმა ვლოდიმერ არიევმა გამოაქვეყნა უკრაინის მოქალაქეობის სპეციალური ანკეტა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერაა, თუმცა, სააკაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

საქართველოს პრეზიდენტი აცახადებს, რომ ამ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია და მას მსგავსი დოკუმენტი საერთოდ არ შეუვსია. სააკაშვილი დაუყოვნებლივ გრაფოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელმოწერის გამყალბებელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.


"შოკში ვარ! სწორედ ახლა ვნახე იმ ანკეტის ასლი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით მისი ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა გამოაქვეყნა. აი, ამ ქაღალდის საფუძველზე ჩამომართვა პრეზიდენტმა მოქალაქეობა. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის ჩემი ხელმოწერა და არ არის ჩემს მიერ შევსებული ანკეტა! მოვითხოვ დაუყოვნებლივ გრაფიკულ ექსპერტიზას! ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს! ახლა თქვენ გესმით, სახელმწიფო ხელისუფლების რა სიმაღლეზე შეაღწიეს თაღლითებმა!" - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


აქვე საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარი ხელმოწერის ნიმუშებს აქვეყნებს.



"აი ასე გამოიყურება ჩემი ხელმოწერა - ეს არის დოკუმენტი თბილისში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიიბლიოთეკის" ოფიციალური არქივიდან, ის ბიბლიოთეკის ფასადზეა," - წერს სააკაშვილი და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც უკრაინაში იმყოფება, ხელმოწერისას მხოლოდ "კირილიცას" იყენებს.





www.digest.pia.ge