ქართველი მოჭადრაკე კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია...

loading...

საქართველოს ნომერ პირველი ვაჟი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ბაადურ ჯობავამ ტურნირი დაუმარცხებლად, ბრწყინვალე შედეგით 10-დან 8,5 ქულით დაასრულა.



გამარჯვებულს ნახევარი ქულით: კრიშნან საშიკირანი(ინდოეთი), მარინ ბოსიოსიჩი(ხორვატია), ნიკიტა ვიტიუგოვი(რუსეთი), ნარაინანი ლინა (ინდოეთი), ნაიჯელ შორტი (ინგლისი), ივან შარიჩი(ხორვატია), ანდრეი კვონი(უზბეკეთი) და მადს ანდერსენი (დანია) ჩამორჩნენ. 



ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე 2 სექტემბრიდან თბილისში მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

    www.1tv.ge