ქართველი მზარეულის შესახებ ბრიტანული ცნობილი გამოცემა The Guardian-ი წერს...

loading...

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ქართველი მზარეულ თიკო ტუსკაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
 
 

"თიკო ტუსკაძე საქართველოში დაიბადა. იგი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. მას ორი ბებია ჰყავდა, რომლიდანაც ერთ ძალიან უყვარდა საჭმლის კეთება, ხოლო მეორე - ვერ იტანდა.

თიკო ქართული სამზარეულოს წარსადგენად ლონდონში წავიდა, სადაც რესტორანი „პატარა საქართველო“ გახსნა.

ტუსკაძემ საკუთარი წიგნიც გამოსცა, რომელსაც „სუფრა“ (“Supra”) ჰქვია, წიგნში თავმოყრილია მისი ბავშვობის რეცეპტები, ისტორიები ოჯახის შესახებ და ფოტოები.

თიკოს ამ ეტაპზე ორი რესტორანი აქვს. იგი ბრიტანელზეა გათხოვილი და ერთი ქალიშვილი ჰყავს - 8 წლის ელისაბედი", - წერს The Guardian-ი.

"სასაცილოა ის, რომ ჩვენ ისეთ უბანში ვცხოვრობთ, სადაც მეზობლებს ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ერთმანეთის სახლებში თავისუფლად დადიან და ხშირად ერთად ვახშმობენ. ეს ყოველთვის ბავშვობას მახსენებს. ჩემმა მეგობარმა, რომელიც აგრეთვე ლონდონში ცხოვრობს, ერთხელ მითხრა, რომ იგი თავის მეზობლებს არ იცნობს, მაგრამ როდესაც ჩვენთან მოდის, თავს ისე გრძნობს, თითქოს საქართველოში იყოს", - აღნიშნავს ტუსკაძე.

    www.ipress.ge