"საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულისთვის ასამართლებენ"

loading...

რა მნიშვნელობა აქვს სახელს და გვარს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულისთვის ასამართლებენ ნორმალურია?

წარმოიდგინეთ, გადის წლები და თქვენი შვილიშვილები ისტორიის წიგნში კითხულობენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალად წარედგინა ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვა, რაც დასტურდება შემდეგი ფაქტებით.

1. შეიძინა 6 პიჯაქი. ( აქ ქაშმირია მნიშვნელოვანი)
2. შეიძინა თაიგული ხატია ბუნიათიშვილისთვის.
4. ჰაველის თაიგულზე უკვე მოგახსენეთ. ამ ნაწილში 500 ლარია სადღაც "გაფლანგული". დასაფლავებაზე მიუტანია. 
5. ბავშვებისთვის დასარიგებლად შეიძინა წიგნები. პროკურორების ინტერესს განსაკუთრებით იწვევს ზღაპარი 3 გოჭი.

გძულთ, გაგაბრაზათ, აღიარებთ, არ აღიარებთ. ეს რაც ხდება ნორმალურია?



ავტორი: ნანუკა ჟორჟოლიანი

www.mediamall.ge