Loading the player...
რა არის კიოტი ხატებისთვის და როგორი სახეობების არსებობს ის?

loading...

დურგალი ანატოლი ვლეზკო: „სიტყვა კიოტის შემოღების ისტორია ბავშვურ გულუბრყვილობასთანაა დაკავშირებული. ჩემმა პატარა გოგონამ ლაპარაკში სიტყვა „კიოტი“ ახსენა, მე ვერ გავიგე რას ნიშნავდა და ვკითხე თუ რა იყო ეს. მან კი ამიხსნა, რომ ხატების „სახლს“ გულისხმობდა.

ხატების კარგ მდგომარეობაში ყოფნა დამოკიდებულია მის მდებარეობაზე, გარემოზე, ტემპერატურაზე. კიოტი კი იცავს მას დაზიანებისაგან. არსებობს სხვადასხვა სახის კიოტი: კედელთან დასადგამი, შუა გულში დასადგამი, არის მინი კიოტები, რომლებშიც იდება ხატები და ზევიდან ეხურება შუშის კარი. შესაძლებელია იყოს თვლებით გაწყობილი ან უბრალო. ეს უკანასკნელი ძირითადად სახლებისთვის გამოიყენება, დიდ კიოტებს კი ეკლესიისთვის ვამზადებთ. არსებობს გადასატანი კიოტები, რომელსაც ხატების დაბრძანების დროს ვიყენებთ.

კიოტების თვლებით გაფორმება მის დიზაინზეა დამოკიდებული. თუ კიოტი ძალიან არის მოჩუქურთმებული, მაშინ თვლები იქ ზედმეტია, თუ ჩარჩო იძლევა საშუალებას, რომ შიგნით ძვირფასი ქვები ჩაისვას, მაშინ ამას დამკვეთის სურვილის მიხედვით ვაკეთებთ. თვლებით გაფორმება იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რისთვის უნდათ კიოტის გამოყენება. გადასაადგილებელ კიოტზე ძვირფასი ქვები რეკომენდირებული არაა.


www.droni.ge