გასაიდუმლოებული გვირაბი თბილისში, სადაც ბერიამ განძი (300 ტონა ოქრო) მოათავსა....

loading...
ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარი რეზო კვერენჩხილაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფი ომის წლებში ბერიას მიერ საქართველოში ჩამოტანილ განძს ეძებს. 
მისი თქმით, განძის საქართველოში ჩამოტანის ფაქტს ისტორიკოსები იკვლევდნენ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდი არსებობს.
„რიგი ისტორიკოსები ამ ფაქტს საგანგებოდ იკვლევდნენ. ერთი ვერსიით, 1941 წლის მაისში თბილისში 300 ტონა ოქროს ზოდი ჩამოიტანეს და არქიტექტორ პაველ გროსის მიერ საგანგებოდ გაკეთებულ გვირაბებში მოათავსეს. ამ გვირაბების მდებარეობა იცოდა თავად ბერიამ და პოლკოვნიკმა გურამ სალიამ. გადმოცემის მიხედვით, ეს გვირაბები გლდანის ერთ-ერთ მასივსა და თბილისის ზღვის ქვეშ მდებარეობდა. ბერიას დახვრეტის შემდეგ გურამ სალიაც დააპატიმრეს (რომელიც ციხეშივე გარდაცვალა), ამიტომ ამ ამბის გადმომცემი არავინ დარჩა.რაც შეეხება პაველ გროვსს, ის ამ მშენებლობის პერიოდში ისედაც პატიმარი იყო და ცოცხალს არავინ გაუშვებდა.
დღეს არავინ იცის, ეს განძი ისევ აქ არის თუ უკან წაიღეს. ერთი ცნობით, განძი 1946-47 წლებში მოსკოვში დააბრუნეს. ახალგაზრდებმა გლდანში რაღაც გვირაბები კი აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ის გვირაბებია თუ არა არ ვიცი. 1983 წელს პოლიციამ დააკავა ვინმე ანტონ ხრენნიკოვი, რომელიც მეტეხის ეკლესიის პირდაპირ საკანალიზაციო გვირაბში შესვლას აპირებდა. როგორც ითქვა, ის გახლდათ იმ პოლკოვნიკ ანტონ ხრენნიკოვის შვილიშვილი, რომელიც 1942 წლის მაისში ოქროს დაბინავების საიდუმლო გეგმაში მონაწილეობას იღებდა,“ - განაცხადა რეზო კვერენჩხილაძემ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში. 

www.newspress.ge