,,დათუნიკას ნალოლიავები ვენახებიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა.."

loading...

ახლახანს გარდაცვლილი ჯგუფი ,,შინის" სოლისტის, დათუნიკა სხირტლაძის ოჯახის მეგობარი - მანანა გეგიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მასთან გატარებულ პერიოდს იხსენებს:

 

,,რაჭა ♥ ოქროსფერი შემოდგომა იდგა, დინჯი და რაღაცნაირი.. დილით ნისლით შეფერილ მაღალ მთებს გავცქეროდი სახლის აივნიდან, რომელიც სახლზე უფრო ეთნოგრაფიულ მუზეუმს ჰგავდა...აქ ამ სახლში დათუნიკას ომახიანი ხმა მთების ექოს უერთდებოდა.მისი დინჯი და მოკრძალებული ნაბიჯები კი მისტიური იყო. ის ამშვენებდა ალიონს,საღამოს, სახლს,ქუჩას,სოფელს,ვენახს ქალაქს,საქართველოს..,გვიხაროდა მასთან..


სტუმართმოყვარე ოჯახს უკვე ეზრუნა ჩვენზე და რაჭული დაბრაწული ლობიანები დილაადრიან დაეცხო ლილი ბებოს. იქვე პეპელა ღელეს გადაღმა კლდის ძირში ,დათუნიკას ნალოლიავები ვენახებიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა..ამ შემოდგომაზე ბიჭუნას დაბადების სიხარულით ეს ახლი ვაზიც დავრგეო .მუჯურეთული და წულიკიძის თეთრა.ახლა სულ სხვა აზრი აქვს ჩემს ცხოვერებას,სულ სხვა ლაზათიო.. იმ დღესაც არ დაირღვა ტრადიცია.წესისამებრ კრიხულას ნაპირზე უნდა გაეშალათ სუფრა..ბედნიერი წყვილი გვმასპინძლობდა სიყვარულით. თან ვაჟის დაბადების მოლოდინში ყველაფერს სხვა პეწი ჰქონდა. ვახშმის შემდეგ ქართული სამოსი მოვირგეთ სტუმრებმაც და მასპინძლებმაც და დათუნიკას უძველეს მარანში სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.რაჭული და მეგრული სიმღერაც შემოსძახეს ელგუჯამ და დათუნიკამ.ლაღი,ლამაზი და საოცრად კეთილი იყო სექტემბრის სამი დღე..ნიკორწმინდამდე გამოგვაცილეს, ეს კიდევ ერთი ტრადიცია იყო ამ ოჯახის. სანთლები დავანთეთ,ვილოცეთ .. დავემშვიდობეთ რაჭას, დათუნიკას და მზიას.. მეგონა ასე იქნებოდა დიდიხანს...."

www.geotimes.ge