Loading the player...
,,ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება!"

loading...

ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება, ასეთია ჩემი პირადი მოლოდინი, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომელიც უგულავა-ბოკერიას თანაგუნდელთა შორისაა. 



ბობოხიძის ვარაუდით, მერაბიშვილი საკუთარ პოზიციას ან ყრილობამდე დააფიქსირებს ან ყრილობის დღეს გახდება ცნობილი. 



”20 იანვრამდე ერთი კვირა დარჩა, რა დროსაც ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება თავის ადგილზე. მერაბიშვილისგან ველოდები იმას, რომ იქნება იქ, სადაც ვიყავით ჩვენ - ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება”. - განაცხადა ბობოხიძემ. 



კითხვაზე, როგორია ”ნაციონალური მოძრაობის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების პოზიცია 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებით, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ”სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათგან ყრილობაზე არავინ არ მიდის”. 

www.geotimes.ge