უღირსი საქციელი - რურუა უგულავას აკრიტიკებს

loading...
ნიკა რურუას განცხადებით, პროცესების საწყისი რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა მიმდინარეობს, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებული ღია წერილია. როგორც რურუამ გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში აღნიშნა, უგულავას წერილის მიზანი სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება იყო:

„გიგი უგულავას წერილი იყო სრულიად უდროო, არასაჭირო და კონფრონტაციული. ამ წერილმა ცარიელ ადგილას დაიწყო არჯანსაღი პროცესები, რასაც ცხადია, უკურეაქცია მოყვა. ეს წერილი ემსახურებოდა ერთს - მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკუთარი პარტიიდან დისტანცირებას, რაც არ იყო სწორი. პოლიტიკურად დევნილი პრეზიდენტის საკუთარი პარტიიდან გაძევება, არ არის ღირსეული საქციელი და არ არის სწორი. ეს არის მთავარი პრინციპის ღალატი, ეს ელემენტარული მორალის უარყოფაა. ეს წერილი იმისთვის იყო დაწერილი, რომ დისტანცირება მომხდარიყო, შემდეგ პარტია კონკრეტულად შეენარჩუნებინათ მის აქამდე მმართველებს აბსოლუტურად ერთპიროვნულად, ისე რომ ხალხისთვის არ ეკითხათ და ეს არ მოხდა. უკუპროცესმა, უკურეაქციამ აჩვენა, რომ ხალხის უმრავლესობას უნდა ერთობა, ახალი იდეები, გახსნილი და არა ჩაკეტილი, ბიუროკრატიული პარტია, და არა ის პარტია, სადაც ახალი მისული ადამიანი ცუდ ენერგიას გრძნობს, გრძნობს რომ ის უცხოა, არამხოლოდ ახლად მისულისთვის, ბევრი ძველი თანამებრძოლისთვისაც. ეს სექტის მაგვარი რაღაც არ უნდა იყო, ის ღია უდნა ყველასთვის, ახალი იდეებისთვის, ახალი წევრებისთვის',- განაცხადა რურუამ.

www.marshalpress.ge