Loading the player...
“დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე”- ნაპოლეონის წერილი ჟოზეფინას

loading...

“მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი ვისაც კი ვიცნობ. შენ მე საერთოდ არ მწერ! შენ არ გიყვარს საკუთარი მეუღლე. შენ მშვენივრად იცი რა რიგ აბედნიერებენ შენი მოწერილი ყოველი სიტყვა მას და შენ თავს იმითაც არ იწუხებ, რომ რამოდენიმე ასო დაჯღაბნო ფურცელზე მისთვის.

და საინტერესოა რითი ხართ დაკავებული ქალბატონო. რამ გათანგა თქვენი ნაზი ხელები, ისე, რომ მათ მელნის გახუნებულ ქაღალდზე გავლებაც არ შეუძლიათ? ნუთუ ეს თქვენი ახალი თაყვანისმცემელია, ის ვინც გადამეღობა გზაზე და არ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ღვთის წინაშე დადებული ფიცი გიყვარდეთ სამარადისოდ. მე და მხოლოდ მე!

დიდი სიფრთხილე გამოიჩინე ჟოზეფინა _ ერთ დღესაც მე შემოვამტვრევ შენი დარბაზის კარებს და წავსდგები შენს წინაშე, შენი საყვარელი და გულითადი მეგობარი.

სინამდვილეში კი, მე შენი სიჩუმე მაწუხებს ყველაზე მეტად, ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკზე მეტად, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა წყალობით შესწევთ ძალა შეეხონ თქვენს სუფთა გულს და შეცვალონ მისი ძგერის სიჩქარე, ისე, როგორც ამას მე ვაკეთებდი ერთ დროს.

ჩემო ერთადერთო ჟოზეფინა, შენგან მოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდ მეჩვენება, რომელშიც მე მარტო ვარ….შენ ჩემი სული დაიპყარი და უფრო მეტიც, შენ ჩემი ერთადერთი ფიქრი ხარ.

როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებანი, ადამიანები რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო – ხელს გულზე ვიდებ. იქ შენი ხატება მაქვს, ვუყურებ მას.

სიყვარული ჩემთვის აბსოლუტური ბედნიერებაა…
რა ჯადოთი შეძელი დაგემორჩილებინა მთელი ჩემი უნარი და მთელი ჩემი სულიერი ცხოვრება მხოლოდ შენზე შეგეჩერებინა???

მომწერე! გაიმეტე ჩემთვის სულ ოთხი ხაზი. გამაგებინე იმ ამბავთა სინამდვილე, რომლებიც დატრიალდნენ შენ თავს. მე კი გპირდები, მალე შენთან დავბრუნდები და მაგრად მოგაქცევ ჩემს მკლავებში. დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე”.

ნაპოლეონ ბონაპარტე

1796 წლის 13 ოქტომბერი

www.jolo.ge