,,ამერიკის ორი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა... სამწუხაროდ ის ცოცხლად დაიწვა"

საზარელი საგზაო შემთხვევა რომელიც დღეს ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა... ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ...
სიძემ რომელმაც დაუფიქრებლად ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები მან მართლაც შეძლო და ორი ამერიკის მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა. 
სამწუხაროდ მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო 
 სამწუხაროდ ის ცოცხლად დაიწვა... 
Mi Kheil შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!! 
მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!!!!

 

Maia Bachanashvili-(ი)ს ფოტო.

Maia Bachanashvili-(ი)ს ფოტო.

Maia Bachanashvili-(ი)ს ფოტო.

Maia Bachanashvili-(ი)ს ფოტო.



ავტორი: მაია ბაჩანაშვილი
"თავზარდაცემული ვარ! სიმსივნე აღმოაჩნდა და გაქრა ულამაზესი ადამიანი!"

ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"ლიზი ღლონტი!!!!!!!!!! 
ულამაზესი უკარგესი უკეთილშობილესი!!! 
თავზარდაცემული ვარ! 
პირადად არ ვიცნობდი, აქ დავახლოვდით და ხშირად ვკონტაქტობდით პირადში...
და უცებ დღეს ვიგებ რომ აღარ არის, მოულოდნელად, თავში სიმსივნე აღმოაჩნდა და გაქრა ადამიანი! 
ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი! 
არც ვიცი რას ვწერ და რას ვგრძნობ ეხლა.
აქაც ამ ვირტუალურ სამყაროშიც არის სიკვდილი და ალბათ უფრო შემზარავად აღსაქმელი... 
ლიზი ღლონტი აღარ არის. ვამბობ და არ მჯერა"-წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში. 





www.digest.pia.ge

"ეს წერილი არის იმ უამრავი ადამიანისთვის, ვისაც გინდათ, რომ გადავშენდეთ"

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ამჟამინდელი, უკიდურესად სტრესული და გადატვირთული პერიოდი, არ მაძლევს საშუალებას, დროსა და ნერვებს, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება, კიდე ყველაფერზე თითების გადატყავებამდე ვწერო, მაგრამ ბოლოდროინდელ ხდომილებებზე ეს პოსტი გამახსენდა, რომელში აღწერილი შემთხვევაც არც პირველი იყო ჩემთვის და არც უკანასკნელი. მაშინ, როცა პრიმატების უზარმაზარი ჯოგი ათასნაირი ეშმაკის მანქანებით გაუპატიურებით მემუქრებოდა და მე პოლიციაში ვათენებდი ღამეს, ძალიან ბევრჯერ დამისვეს კითხვა:


“მოიცა ერთი რა, არ გკიდია? ფეისბუქში ვიღაცა რაღაცას დაწერს, მაგაზე პატრულში უნდა რეკო?”. მაშინ ვპასუხობდი, რომ, ცხადია, უნდა ვრეკო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენა არ მქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის არსებობაზე, (გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე). მაშინ პოლიციაშიც დამარწმუნეს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, გაეკეთებინათ, იყო “სიტყვიერი დატუქსვა”. ამ ფენომენის მოქმედების მექანიზმი რომ გავაანალიზოთ:


ვიღაც ფანტაზიორობს შენზე, როგორ მოგკლავდა/მოგ...ავდა/გაწამებდა და ამ დროს პოლიციელი, დარწმუნებული საკუთარ ავტორიტეტში, შენ – ვინმე ჯიგარ გოგოს, ასევე ჯიგრულად გიწვდის დახმარების ხელს და ამ ტიპს კაცურად “უიასნებს, რო ცოტა დაოკდეს.” ისიც “მენტის პონტში ზადნავს”.


ეს არის, ძმებო და დებო, “სიტყვიერი დატუქსვა”. ჩემს შემთხვევაში ამ დატუქსვამ ის შედეგი გამოიღო, რომ მუქარის პოსტის ავტორმა თავისი მარკიზდესადობის ადიბასები წაშალა, მერე დამბლოკა და, ალბათ, ჩემგან უხილავად, ისევ ახლიდან დაწერა. სამაგიეროდ იმ ტექსტის ქვეშ მოხტუნავე ჭუჭუაბრიგინებულმა კაცობამ და სისხლიანლეჩაქიანმა ქალობამ, ლეგიონია მათი სახელი, გადმოინაცვლეს ჩემს კედელზე იგივე მუქარითა და ლანძღვით და ეს გრძელდებოდა კვირები. უბრალოდ მათგან არც ერთი იყო კორკოტა და არც მეორე – მორგოშია, ამიტომ ისტორიას არ შემორჩება მათი სახელები, როგორც უკიდეგანო ყლეების. ყველა უსახელო ყლედ დარჩება.


და მე მიხარია, რომ თვიდან თვემდე ვიზრდებით. რომ შვიდი თვის წინ რაღაც შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა და შვიდი თვის მერე მსგავს ინციდენტს მოჰყვა ქალების მარში. დიდებული და საამაყო. ასეა, რაც უფრო მეტი და მძიმეწონიანი ბაქტერიები იჩითებიან ჩვენს საამაყო ქართულ სისხლში, მით უფრო მეტ ანტისხეულს ვიმუშავებთ და მით უფრო რეზისტენტულები ვხდებით. მით უფრო გვიმუშავდება ბრძოლის უნარი და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობის განცდა.


თუმცა, ტვინი მიდუღდება, რომ ვაცნობიერებ, რამდენი ომი გვაქვს წინ გამოსავლელი. აგერ, საკუთარმა დედამ, ძალიან გულნატკენმა, მთხოვა, – აიღე ეგ (ერთ-ერთი) ფოტო, ხედავ, რაებს წერენო? – და სქრინები ჩამიგდო, როგორ მლანძღავენ ფეხზე არსებული პადაგრის გამო. ჯერ კიდევ იმ გარემოში ვცხოვრობთ, როცა ვიღაცები თვლიან, რომ ტერფის გამოჩენა ფოტოზე “ქალისგან არ არის ლამაზი საქციელი” და “მითუმეტეს თუ პადაგრა გაქვს, დამალე შე კაიოჯახიშვილო, რას მაყურებინებ და გულს მირევ”. ვიღაცებს, წარმოიდგინეთ, მოცლიათ და სადღაც რაღაც ძონძღლი ტაბლოიდების კომენტარებში ჩემი პადაგრების დაწუნებით და ამიტომ, ჩემი გინებით კავდებიან. პადაგრიან ქალებს გვაბულინგებენ, მოკლედ. დიდცხვირიანებს, ჭორფლიანებს, განიერგავიანებს, დაბლებს, მსუქნებს, უმკერდოებს, მკერდიანებს, მაღლებს, ხმელ-ხმელებს, ტრაკიანებს და უტრაკოებს, ქალებს გვაბულინგებენ, გვატყუებენ, გვამცირებენ. ხოდა ქართველი ქალების მარში მარშზე. აბა, როგორ! მეომარი, მაგარი ქალები ვართ ახალი საქართველოს დედები. გვაკოცეთ პადაგრებზე.


გუშინ არ დავიზარე და პოლიციაში განვაცხადე იმ უცნაური ადამიანის მუქარის შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობს და “კურდღელივით მო...ით” მექადნებოდა.
სანამ შედეგზე დავწერ, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს გასაოგნებელი კანონი, უფრო სწორად, არ გვაქვს კანონი, რომელიც უპრიანი და ქმედითია ვერბალური მუქარის შემთხვევაში. თუ ადამიანი გემუქრება, მინიმუმ რაც მის შესაფერხებლად შეიძლება, გაკეთდეს, არის სიტყვიერი დატუქსვა და მაქსიმუმ – შემაკავებელი ორდერი, რომელიც, პრაქტიკამ გვაჩვენა, უმეტეს შემთხვევაში რომ უშედეგოა და არანაირ დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს რეციდივის სურვილით შეპყრობილი ტიპისთვის. ამიტომ, ჩვენ, ხშირი მუქარის მსხვერპლნი, უმეტესად მხოლოდ ამ ტიპის, ღვთისა და შემთხვევითობის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები. ანუ, ჩვენი რეალურ მსხვერპლად ქცევის შანსი რეალურად დიდია.


მოკლედ, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიხავლე, მოვყევი მუქარის ყველა ფაქტი, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობით დასრულდა ჩემს ცხოვრებაში და, შედეგად, პოლიციაში შემპირდნენ, რომ ამ ვინმე levan levanს “მოიკვლევდნენ და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებდნენ კანონის ფარგლებში”. და ფაქტია, გააკეთეს იმიტომ, რომ levan levanმა პოსტი აიღო და თან მიიყოლა იმ უამრავი მისნაირი ადამიანის მუქარა-წყევლა-გინება-დედისტყვნა, რომლებიც გაჰკიოდნენ, როგორ უნდოდათ ჩემი წამება, პირში მოცემა და რომ ამაში ვერანაირი კონსტიტუცია წინ ვერ აღუდგებათ იმიტომ, რომ ამაყი სვანეთის ამაყი შვილები არიან და “ჰაჰაჰააა, პოლიციით გვაშინეეებს” ქირქილი. მადლობა პოლიციას, რომ იპოლიცია.
ახლა რაც შეეხება იმას, რატომ უნდა ვუჩივლოთ ყველამ ყველას, ვისაც ჩვენი დაშინების მცდელობა ექნება:
პირველ რიგში იმიტომ, რომ აღიკვეთოს დაუსჯელობის სინდრომი და ტიპებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ რაც დაავადებულ თავებში მოუვათ, ყველაფრის გაკეთება ხელეწიფებათ.


ირაკლი ნარსავიძემ დაწერა გუშინ, – მე რომ მომიქსიეთ შსს, იმიტომ დავქრივარ სვანეთის გზებზეო. აი, ეს არიაის დაუსჯელობის სინდრომი. რაც გამოიწვია იმან, რომ ადამიანი, რომელსაც ბოდიში მოახდევინეს, ამბობს, რომ მას არავინ დამუქრებია და შსსმაც, თავის მხრივ, არ მიიჩნია ყურადსაღებად ის ფაქტი, რომ მუქარა მარტო ამ ადამიანის მიმართ არ იყო განხორციელებული და მუქარის ობიექტები ვიყავით ყველა, ვინც ჩავდივართ ან ჩავიდენთ რამე ისეთს, რაც ჯუნგლების კანონების მოთაყვანე ასკაციან ჯგროს არ ევასება.


ხოდა მე ეს ჯგრო არ მევასება და ერთადერთი, რითიც შემიძლია, დავუპირისპირდე, არის ჩემი ეს დაღეჭილი, უმარტივესი და დამღლელი ტექსტები და კანონი. ცუდი თუ კარგი, მაგრამ კანონი.
რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გაგინონ, როგორც და რამდენიც უნდათ იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლება უზენაესი უფლებაა ისევე, როგორც აზრის, მაგრამ თუ ამ გინებას მოჰყვება ფიზიკური მოწყვლადობის რაიმე შანსი ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ, ეს უპირობოდ აღსაკვეთ


ახლა ტექსტი, რომელიც ჩემი ფბ მეგობრებისთვის არ არის განკუთვნილი – თქვენ ვიცი, რომ იცით ყველაფერი, რაც ქვემოთ წერია და კიდევ მეტი. ეს წერილი არის იმ უამრავი ადამიანისთვის, ვისაც გინდათ, რომ გადავშენდეთ:


მაგინეთ, ვისაც როგორ გისწორდებათ, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ იცოდეთ, თუ ვინმე დააპირებთ, დამემუქროთ მაშინ, როცა ჩემი ქმედება არ ჯდება თქვენს მორალურ სტანდარტებში, მაშინ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაგიპირისპირდეთ ყველა შესაძლო ძალით, რის საშუალებასაც კანონი და საკუთარი მორალი მაძლევს.
და ბოლოს აუცილებლად რაც უნდა ვთქვა:


სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ოცნებად მაქვს ქცეული იქ წასვლა. იმიტომ რომ ვშტერდები, ისე მაღფრთოვანებს და მაოგნებს ყველაფერი, რაც წამიკითხავს, მომისმენია და დამითვალირებია ფოტოებით. ლამარია და დალი იყვნენ ჩემი კერპები ღრმა ბავშვობაში ( და რატომღაც არასდროს წარმომედგინა დალი ჩიხტიკოპით, სულ მეგონა, რომ შიშველი უთვალთვალებდა მონადირეებს) და ალმასგილის სიკვდილზე ვღნაოდი ხოლმე. ამ პერსონაჟების ვნება მაქვს წლებია, რომ ოდესმე რამენაირად გავეკარო ჩემი ნაწერით ან ჩემი ფილმით. ხოდა უცებ რომ ვიღაც ღრჯო, ტვინგაქონილი ტიპები გამოხტებიან ხოლმე და სამშობლოს და წინაპრების სიყვარულში მეჯიბრებიან, გულდასაწყვეტია. უბრალოდ და მარტივად – გულდასაწყვეტია.



რატომ გჭირდებათ მაინცდამაინც წვერწამახული იარაღებითა და მუქარის ყიჟინით სირბილი 2016 წელს, როცა გარშემო ამდენი საინტერესო რაღაც ხდება, უბრალოდ შეუმეცნებელია. და თან გვემუქრებით იმათ, ვისაც თქვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს არც სვანეთი და არც მთლიანად ეს ქვეყანა. თქვენ მაგივრად ჩვენ ვისწავლეთ ინგლისური და სხვა უცხო ენები იმისთვის, რომ თქვენზე ვილაპარაკოთ, სადაც ენა მიგვიწვდება და ყველას გავაგებინოთ, რა ღვთიურ ადგილას ცხოვრობთ და რა მაგრები ხართ ან ვინც არ ხართ, რა მაგრები შეგიძლიათ, იყოთ, თუ ცხოველები არ იქნებით. სწორედ ამიტომ გაქვთ ახლა გესთ ჰაუსები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ტურისტი სტუმრებით გადატენილი ოთახები და ამიტომ გაქვთ ინტერნეტი სახლებში. თქვენ კიდე იმის მაგივარდ ეს ინტერნეტი განათლებას მოახმაროთ, სხედხართ და დედის მუტელს გვაფარებთ თავზე ღმერთის სახელით. რატომ? ცოტა გრიგოლ ორბელიანის პათოსი გამომივიდა : “ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?”, მაგრამ მგონი, მაგ კაცს მაგაზე გონივრული არც არაფერი უთქვამს. ხოდა შეირგეთ, რომ ეს სვანეთი თქვენია და შეგვარგეთ ჩვენც თქვენი თავი.


ეომეთ მტრებს, საოკუპაციო ხაზს რომ წევენ და მიწას გვართმევენ, ქვეყანას გვართმევენ. ეგენი არიან მტრები. ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები. ჩვენ, ვინც ვიხდით ან არ ვიხდით, ვისაც სექსი გვაქვს, ვინც რასაც გვინდა, იმას ვუშვებით საკუთარ თავებს მხოლოდ და არავის- სხვას, ვინც აქციებზე ვდგავართ, ვინც ვლაპარაკობთ ხმის ჩახლეჩვამდე ზოგჯერ უტაქტოდ (როგორც მე ხშირად) და ზოგჯერ სიყვარულით ( თუნდაც კიდევ მე ამ შემთხვევაში ), ყველაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვინდა, კარგად იყოს. ჩვენ ყველა – გვინდა, კარგად ვიყოთ ამ ქვეყანაში, თორე გვაქვს ვიზები და გვყავს ნაცნობ-მეგობრებიცა და დამსაქმებლებიც გნებავთ – ევროპაში და გნებავთ – ამერიკაში და მოვხევდით უკანმოუხედვად. ვინ ოხერი?! მაგრამ, არა. აქ გვინდა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა კარგია. იმიტომ რომ ამაზე უკეთესი ქვეყანა მართლა არსად იქნება, თუ თქვენ იქნებით კარგები, კეთილები, შემწყნარებლები, სამართლიანები, ჭკვიანები. და თუნდაც არ ემთხვეოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს სიკარგის რაობაში, არ მოგვკლათ რა. გვაცადეთ, იქნებ ბოლოს კარგები გამოვდგეთ და თქვენც წაგადგეთ. ერთმანეთს წავადგეთ. ბოლოს და ბოლოს ქრისტემ მარიამ მაგდალინელი დაიდაქალა და თქვენ რა გჭირთ, მე რო სასიკვდილოდ გემეტებით.."

www.cyc.ge
    გორში ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდა...

    გორში, სტალინის #13-ში, მრავალსართულიანი შენობის მეხუთე სართულიდან 6 წლამდე ბავშვი გადავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

    სააგენტოს ცნობით, მოზარდი ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

    "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.


    www.digest.pia.ge

    ისრაელის 18 წლის მოქალაქე თრუსოს ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს

    ისრაელის 18 წლის მოქალაქე თრუსოს ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

    ისრაელის პრესის ცნობით, სამ მეგობართან ერთად საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე გადასვლისას მდინარე თერგში ჩავარდა. 

    გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ისრაელის მხარეც მონაწილეობდა. 

    ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინეს.

    ავიად ფრიდმენი, რომელიც სამაშველო ჯგუფს დაღუპული ახალგაზრდას ოჯახის მოწვევით ხელმძღვანელობდა, მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 18 წლის ადლერის ცხედრის პოვნაში დიდი წვლილი მიუძღვის ისრაელს და საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

    მისი თქმით, ადლერის მშობლები მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანის, ვინც მათ ოჯახს დაეხმარა. 



    ავტორი: "1TV"
    ავსტრალია, ნებიესმიერ წყვილს სახლსა და სამუშაოს სთავაზობს

    ტასმანიის ეროვნული პარკი, ნებიესმიერ წყვილს სახლსა და სამუშაოს, კუნძულის მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ სთავაზობს.

    ასეთი შემოთავაზება შესაძლოა, სამოთხეში დასვენებად ან პირიქით – თრილერის სცენარად მოგეჩვენოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარია თქვენი წყვილი.

    186-ჰექტარიანი კუნძული მატსაიკერი ტასმანიის სამხრეთ სანაპიროდან 10 კილომეტრში მდებარეობს. თუ თქვენ კუნძულის მოვლა-პატრონობა შეგიძლიათ, ტასმანიის ეროვნული პარკის მიერ გამოცხადებული ვაკანსია დაგაინტერესებთ. წინადადებით გათვალისწინებული სამუშაო პერიოდი მარტიდან სექტემბრამდე (ან სექტემბრიდან მარტამდე) გრძელდება.

    “უსაფრხოების ნორმებიდან” გამომდინარე, კუნძულზე იწვევენ წყვილებს, რომელებიც “დაამტკიცებენ, რომ ყველასგან მოშორებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ”. თუკი თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად გსურთ იცხოვროთ კუნძულზე, სადაც “იშვიათად წვიმს და ქარი ხშირია”, მაშინ ეს თქვენი ოცნების სამსახური იქნება.

    კუნძულზე განლაგებული შუქურა მთლიანად ავტომატიზებულია, ასე რომ თქვენი მოვალეობები ინფრასტრუქტურის – მოედნების, შენობების, მანქანების, მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფით შემოიფარგლება. ასევე საჭიროა მცენარეების მოვლა და მეტეოროლოგიური ბიუროსთვის ამინდზე ყოველდღიური დაკვირვება – ამას თქვენ უფასოდ გასწავლიან.

     

    www.allnews.ge

    "თურქებმა უნდა დააბრუნონ საქართველოს ტერიტორიები"
    ყარსის კონფერენციის შემდეგ

    ლონდონი, 1947 წლის ოქტომბერი. ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობს. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია... მოულოდნელად სესიაზე საქართველოს ტერიტორიების საკითხი წამოიჭრა... კამათი მწვავდება... ემოციები ზღვარს გადასცილდა....

    რაშია საქმე? რამ გამოიწვია ასეთი დიდი ვნებათაღელვა? რატომ დაისვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს საზღვრებისა და ტერიტორიების საკითხი? რატომ დაობდნენ სესიაზე ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დიპლომატიის ისტორიას უნდა გადავხედოთ. მაშ ასე, რა მოხდა ყარსის კონფერენციის შემდეგ....

    ორად გაყოფილი აჭარა

    მოსკოვისა და ყარსის მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ, თვალსაჩინო რუსი ბოლშევიკი, ლეონიდ კრასინი, ხედავდა რა, როგორც რუსეთ-თურქეთის, ასევე საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელშეკრულებათა ნაკლოვანებას, მიმართავს რსფსრ მთავრობის (სახკომსაბჭოს) თავმჯდომარეს, ვლადიმერ ლენინს, რომ ჩვენ მიერ ამას წინათ დადებული ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა მდ.ჭოროხის აუზი, სადაც არსებობს სპილენძის უმდიდრესი საბადოები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპილენძსადნობი ქარხნები (განვმარტავთ, რომ 1920 წლის ბოლოს ამ ქარხნების რეკონსტრუქცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა იმპორტული დანადგარებით). სამწუხაროდ, ხელშეკრულებების ხელმოწერისას ჩვენი მხრიდან არ ყოფილა რაიმე მცდელობა, რათა უზრუნველგვეყო ამ ქარხნებისა და საბადოების იჯარით აღება მაინც. ვფიქრობ, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს... ჩვენ დიდ მატერიალურ დახმარებას ვუწევთ თურქებს და სამართლიანი იქნება კომპენსაციის სახით საბადოების დამუშავების უფლება მაინც მივიღოთ...

    „გვიანღა იყო თითზე კბენანი... თურქები ჯერ ყოყმანობდნენ, შემდეგ კი უარი თქვეს რუსეთის წინადადებაზე. არადა, დღეს მურღულის სპილენძსადნობი ქარხანა რამდენიმე ათას ტონა სპილენძს ადნობს წელიწადში...

    ახლა ვნახოთ, როგორ შეხვდა აჭარის საზოგადოება ბათუმის ოლქის ორად გაყოფის ფაქტს. ამ მიზნით მოვიხმოთ ერთ-ერთი იმდროინდელი საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც 1922 წლის 22 ნოემბერს ბათუმიდან რუსეთის კონსული კონსტანტინ იუსტი უგზავნის გიორგი ჩიჩერინს, ლევ კარახანსა და "ნარკომინდელის" სხვა ხელმძღვანელებს:

    "სრულიად საიდუმლოდ.მოხსენება ერთ ეგზემპლარად.მიმდინარე მომენტი აჭარისტანში

    ...უპირველეს ყოვლისა საკითხი საზღვრების შესახებ. აჭარის ინტელიგენცია, მათ რიცხვიდანაც კი, რომლებიც საბჭოთა პლატფორმაზე დარჩნენ, ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების დადებისას თურქმა დიპლომატებმა გააცურეს“ჩვენები, უმთავრესად იმ პუნქტში, სადაც მოცემულია საზღვარი საბჭოთა და თურქულ აჭარას (ართვინის ოლქი) შორის. მათი მიზანი იყო შეექმნათ საბჭოთა აჭარის კოლოსალური ეკონომიკური მიზიდვა თურქული აჭარისაკენ და ამ მიზანს თურქებმა ბრწყინვალედ მიაღწიეს.

    თურქეთის აჭარა ძლიერ მიისწრაფის ბათუმისაკენ, როგორც საექსპორტო და საიმპორტო პუნქტისაკენ, მაგრამ ბათუმისა და საბჭოთა აჭარის მიზიდვა ართვინისა და არტაანისაკენ უფრო მეტად ძლიერია... ართვინი და არტაანი ბათუმისა და საბჭოთა აჭარის მთავარი ეკონომიკური ბაზაა, რომლის გარეშეც მათ ცხოვრება უჭირთ. ართვინი და არტაანი - ეს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ბეღელია.. წინათ ყველა პროდუქტს ბათუმი აქედან ღებულობდა, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებამ კი დაარღვია ეს მტკიცე ეკონომიკური ძაფები...
    ხშირად აჭარლები სინანულით იგონებენ მეფისა და ქართველი მენშევიკების დროსაც კი, რადგან მაშინ ართვინსა და არტაანში მისვლა ადვილი იყო. ახლა კი აჭარის ეკონომიკა გახლეჩილია ორ ნაწილად და ამ ორი ნაწილიდან ცხოვრება ყველაზე მეტად საბჭოთა აჭარას უჭირს. თურქმა "მავრმა" გააკეთა ეს „გენიალური“ საქმე, მაგრამ იგი არ დაკმაყოფილდა ამით და არ წასულა, თურქებმა ჩაიდინეს კიდევ ერთი დიდი ბოროტება ბათუმის მიმართ. ეს ბოროტება გამოიხატება სოფელ აჭარისწყალთან 5 კმ-ის მოშორებით საზღვრის გაყვანაში... აქ თურქების მიერ მოწყობილი საბაჟო ყველაფერს ართმევს გლეხებს, როგორც კონტრაბანდას და ახდევინებს ჯარიმებს... ამის შედეგად გლეხები ბოროტდებიან და ძველი მენშევიკების დროს კვლავ სინანულით იხსენებენ. არადა, საბაჟოს გაუქმება არ შეიძლება, რადგან ეს მოიფიქრეს თურქებმა მოსკოვის ამ ჩვენს საუბედურო მეგობრობისა და ცბიერული ძმობის ხელშეკრულებაში".

    ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საკმაოდ კრიტიკული მოხსენების ავტორია ცნობილი საბჭოთა დიპლომატი კონსტანტინ იუსტი! უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს წერილი გახდა მიზეზი ლევ კარახანის პირადი მიმართვისა იოსებ სტალინისადმი, რომელსაც აცნობებდა აჭარის ხელოვნურად გახლეჩვის“ გამო შექმნილ სიძნელეებს.

    გარდა ამისა, რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდა ბათუმში დაარსებული თურქეთის გენერალური საკონსულოს მუშაკების მიერ წარმოებული პროპაგანდა ადგილობრივ მუსლიმანებს შორის, აჭარის მთლიანად ხელში ჩაგდების მიზნით. არქივში დაცულია შესაბამისი დოკუმენტებიც, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (გეპეუ) უფროსის მოადგილის იოსებ უნშლიხტის მოხსენებითი ბარათი:

    "რსფსრს რულიად საიდუმლოდ.ინფორმაციის განყოფილება.
    საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეს ამხ. კარახანს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო 24 მარტი 1923 წ.

    ამიერკავკასიის ჩეკადან მიღებული მასალების საფუძველზე ვახდენთ კონსტატირებას, რომ თურქეთის კონსული ბათუმში იბრაჰიმ–ტალი ბეი ეწევა დიდ პოლიტიკურ და სადაზვერვო მუშაობას, ჩვენს წინააღმდეგ მომართულს...

    გასული წლის 30 ოქტომბერს იბრაჰიმ ტალი ბეი ართვინს ესტუმრა. მან მონაწილეობა მიიღო ართვინის ადმინისტრაციისა და თურქეთის მომხრე გავლენიანი აჭარლების ერთობლივ თათბირზე. განიხილებოდა ზემო და ქვემო აჭარის გაერთიანების საკითხი, პლებისციტის მოწყობა - ვის პროტექტორატის ქვეშ იქნებოდა გაერთიანებული ავტონომიური აჭარისტანი. იბრაჰიმ–ტალი–ბეიმ განაცხადა, რომ საბჭოთა აჭარის მოსახლეობის ნახევარის ხმა უკვე უზრუნველყოფილია თურქეთის სასარგებლოდ..."

    ბუნებრივია, რომ თურქი კონსულის მოქმედებას ოფიციალური თუ არა, ფარული მხარდაჭერა მაინც ექნებოდა ანკარიდან. ასე რომ, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმდროინდელი თურქეთის არცთუ მთლად კეთილმეზობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მიუხედავად უკვე რატიფიცირებული ყარსის ხელშეკრულებისა.

    რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტების გამომზეურება სულაც არ ნიშნავს თურქეთის 1921-1923 წლების საგარეო პოლიტიკისადმი რაიმე ჩრდილის მიყენებას. ისინი მხოლოდ აფიქსირებენ და ნათლად გვიჩვენებენ იმ მძიმე მდგომარეობას, როგორშიც აღმოჩნდა აჭარა რუსი და ქართველი ბოლშევიკების არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის წყალობით.

    მიუხედავად იმისა, რომ ნათელი იყო საზღვრების ასე უსამართლოდ დადგენა საქართველოსთვის, ბუნებრივია, საქმეს აღარაფერი ეშველებოდა. 1923 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის დემარკაციის პროცესი ორმხრივი შერეული კომისიის მიერ, რომელიც დასრულდა 1926 წლის 8 სექტემბერს თბილისში ხელმოწერილი გენერალური ოქმით. ამ დოკუმენტით პრაქტიკულად დაფიქსირდა სოფელ სარფის ორად გაყოფაც.

    1925 წლის 17 დეკემბერს მოსკოვსა და ანკარას შორის დაიდო ნეიტრალიტეტისა და მეგობრობის შეთანხმება, რომლის თანახმად, მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი და თურქეთი შეინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს და მონაწილეობას არ მიიღებდნენ რაიმე მტრულ აქტში ერთმანეთის მიმართ. მანამდე კი, ლოზანის კონფერენციაზე, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა თურქეთი იურიდიულად აღიარეს „ეროვნული პაქტით“ დეკლარირებულ საზღვრებში.
    ამ პერიოდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლებას ითქვას: საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, რომლებიც რთულად და არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა, საბჭოთა რუსეთის ფაქტორმა და მისმა ჩარევამ ძალზე უარყოფითი შედეგები გამოიღო და უდიდესი საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებმა თურქეთს საშუალება მისცა გარკვეული გავლენა მოეხდინა აჭარაზე, მისთვის სასურველ ხელსაყრელ მომენტში.

    ლაზისტანი მოსკოვის გეგმებში

    გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათა–თურქის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობებში გაცივების“ სიმპტომები გაჩნდა: ანკარამ გეზი დასავლეთთან ინტეგრაციაზე აიღო, დაიდო ურთიერთდახმარების შეთანხმება ინგლისთან და საფრანგეთთან. ამასთან თურქეთი იძულებული იყო დიპლომატიურად "ეთამაშა" ფაშისტურ გერმანიასთანაც და ანგარიში გაეწია მესამე რაიხის ინტერესებისთვის. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე ოთხი დღით ადრე ხელი მოეწერა თურქეთ-გერმანიის მეგობრობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. აქვე შევნიშნავთ, რომ მეორე მსოფლიო ომში თურქეთმა მართალია ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ სინამდვილეში გერმანიას სამხედრო მრეწველობისა და ვერმახტისათვის საჭირო სტრატეგიული ნედლეულით ეხმარებოდა... გარდა ამისა, საბჭოთა კავშირთან ომში გერმანიის წარმატების შემთხვევაში თურქეთი იმედოვნებდა კავკასიის რეგიონში შემოჭრასა და მის დაკავებას. 1941 წლის ივლისის შუახანებში საბჭოთა დაზვერვის მოპოვებული ცნობებით თურქეთის გეგმები კრემლისათვის აშკარა გახდა. ამიტომ შესაძლო აგრესიის მოგერიების მიზნით საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიქმნა ამიერკავკასიის ფრონტი. თურქეთის საზღვარზე ბათუმიდან არარატამდე განლაგდნენ 45-ე და 46-ე არმიის ნაწილები. იმავე პერიოდში, გერმანიის გეგმების ნეიტრალიზების მიზნით, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებით, სპარსეთის (ირანის) ჩრდილოეთ ნაწილში ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ნაწილები შევიდნენ და დაიკავეს ქალაქები თავრიზი, ასტარა, არდებილი, ფეხლევი, რეშტი, მეშხედი, ხოი და ურმია (თურქეთის საზღვართან).

    სპარსეთში საბჭოთა ჯარების შეყვანა საკმაოდ ადვილს ხდიდა თურქეთთან შესაძლო სამხედრო ოპერაციის წარმოებას. ზოგიერთი დოკუმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პერიოდში (1941 წლის მეორე ნახევარი), უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი არ გამორიცხავდა ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების შეყვანას ძველ ქართულ პროვინცია ლაზისტანშიც (რიზე, ტრაპიზონი, გიუმიშანე, ორდუ). სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ იქნა შემუშავებული რეკომენდაცია ("სამახსოვრო") წითელი არმიის მებრძოლებისთვის, რომლის თანახმად, ლაზისტანის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის შემთხვევაში მოსახლეობის წინააღმდეგობა გამორიცხული არ იქნებოდა. თანაგრძნობა შეიძლება გამოხატულიყო მხოლოდ იმ ლაზებისაგან, რომლებიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ... წინააღმდეგობის გაწევა ძირითადად მოსალოდნელი იყო რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე. "სამახსოვროში" საუბარი იყო აგრეთვე იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო საბჭოთა ჯარისკაცი თურქეთის ტერიტორიაზე: მკაცრი დისციპლინა, ლაზი ქალებისადმი და უფროსი ასაკის ადამიანებისადმი პატივისცემა და სხვ.

    როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი სპარსული პრეცედენტის გამეორებას ჯერ კიდევ 1941 წლის შემოდგომაზე ფიქრობდა - თურქეთის ტერიტორიაზე ჯარებს შეიყვანდა და საზღვარზე ერთგვარ ბუფერულ ზონას შექმნიდა. მართალია, იმ ხანებში საბჭოთა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა - წითელ არმიას უჭირდა, მტერი მოსკოვს და ჩრდილოეთ კავკასიას უახლოვდებოდა, ამიტომ ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების ნაწილი სასწრაფოდ სხვა ფრონტებზე გადაისროლეს...

    გერმანია–საბჭოთა კავშირის ომის პირველ წლებში სახელმწიფო საზღვრის საქართველოს უბანზე დარღვევებმა მკვეთრად იმატა. როგორც უშიშროების ორგანოები და ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობა თვლიდნენ, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებში მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი იყო ადგილობრივი მცხოვრებლები - თურქული წარმოშობის პირები და მაჰმადიანი ქართველები (მესხები). შესაბამისად, მათ მასობრივად დააბრალეს თურქებთან თანამშრომლობა და 1944 წლის ნოემბერში შუა აზიაში გადაასახლეს. ოფიციალურად ეს ოპერაცია თურქეთ-საბჭოთა კავშირის სახელწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეფასდა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ კრემლი სამომავლოდ რაღაცას ამზადებდა, ზურგის საიმედოობა სჭირდებოდა და ამიტომაც გაწმინდა ტერიტორია „მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან.

    დავუბრუნდეთ ისევ თურქეთის მდგომარეობას და საბჭოთა დიპლომატიის ნაბიჯებს.

    სტალინის განცხადება

    1943 წლის ნოემბერში, როცა თეირანში "დიდი სამეული" (სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი) შეიკრიბა, ანკარა ჯერ კიდევ განაგრძობდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარებას, თუმცა, როგორც სტალინმა განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ითვლება დიდი ბრიტანეთის მოკავშირედ და საბჭოთა კავშირის მეგობრად, საჭიროა, მან დაამთავროს თამაში გერმანიასა და ჩვენს შორის". ანკარა იმ ხანებში აშკარად თავს იკავებდა გერმანიის საწინააღმდეგო ნაბიჯებისაგან, რადგან ჯერჯერობით არ იყო ნათელი, ომში ვინ გაიმარჯვებდა. მხოლოდ 1944 წლის 2 აგვისტოს განაცხადა თურქეთმა, გერმანიასთან კავშირს ვწყვეტო, ხოლო 1945 წლის 23 თებერვალს ომიც გამოუცხადა.
    "დიდი სამეულის" იალტის კონფერენციაზე (1945 წლის თებერვალი), როცა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების საკითხი იხილებოდა, იოსებ სტალინმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში თურქეთის სუვერენიტეტი არ შეილახებოდა. თითქოსდა ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა იალტის სამიტიდან ხუთიოდე კვირის შემდეგ, 1945 წლის 19 მარტს საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, თურქეთთან 1925 წლის 17 დეკემბერს დადებული ნეიტრალიტეტისა და მეგობრობის შეთანხმება აღარ შეესაბამებოდა ახალ ვითარებას და მოსკოვი მის დენონსაციას აპირებდა. ცხადია, ანკარის ინტერესებში მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება არ შედიოდა, ამიტომ თურქეთის ელჩმა სელიმ სარფერმა საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვს ახალი შეთანხმების დადება შესთავაზა. დიპლომატიურმა პაუზამ მაისის ბოლომდე გასტანა, ივნისის დასაწყისში კი მოლოტოვმა სარფერს განუცხადა: "საბჭოთა კავშირი ეთანხმება თურქეთის წინადადებას, მაგრამ ახალი შეთანხმების დადებამდე სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი უნდა მოგვარებულიყო". სელიმ სარფერისათვის საზღვრების გადასინჯვის მოთხოვნა მოულოდნელი იყო, მან კატეგორიულად უარყო ტერიტორიული პრეტენზიები და ყველაფერი თავის მთავრობას ანკარაში აცნობა, ანკარამ კი თავის მოკავშირეს - დიდ ბრიტანეთს. ამ დროიდან საბჭოთა პრესაში ნელ-ნელა მატულობს თურქეთის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა.

    "დიდი სამეულის" პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წლის ივლისი) თურქეთის ტერიტორიული საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 22 ივლისს, საღამოს 17 საათსა და 07 წუთზე დასვა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ძალზე შეშფოთებულია საბჭოთა კავშირის მოთხოვნებით: "მე მსურს გენერალისიმუსის ყურადღება მივაპყრო ამ საკითხზე და განვაცხადო, რომ თურქეთის დაშინება არ შეიძლება. თურქეთი შეშფოთებულია ბულგარეთში საბჭოთა ჯარების თავმოყრით და საბჭოთა პრესაში დაწყებული კამპანიით... მსურს ვიცოდე საბჭოთა კავშირის პოზიცია ამ საკითხზე".

    იოსებ სტალინმა სიტყვა ვიაჩესლავ მოლოტოვს გადასცა, რომელმაც უინსტონ ჩერჩილს საბჭოთა მოთხოვნები განუმარტა: "ჩვენი მხრიდან არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია... ზოგიერთ ადგილზე საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარს ჩვენ ვთვლით უსამართლოდ. მართლაც, 1921 წელს საბჭოთა სომხეთს და საქართველოს თურქეთმა წაართვა ტერიტორია, რომელიც მოიცავს ყარსის, ართვინისა და არტაანის ოლქებს... ამიტომ მე განვაცხადე, რომ სანამ სამოკავშირეო ხელშეკრულებას დავდებთ, მანამდე საჭიროა მოვაგვაროთ თურქეთის მიერ მიტაცებული საქართველოსა და სომხეთის მიწების ბედი და მათ ეს ტერიტორიები უკან დაუბრუნდეთ".

    აშშ-ის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის წინადადებით, ამ საკითხის განხილვა მეორე დღისთვის გადაიდო. 23 ივლისის სხდომაზე კი იოსებ სტალინმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა: "გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდნენ. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო და ართვინ-არტაანის რაიონი, რომელიც ასევე ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვვალდებულობთ დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთი ასევე ვალდებულობს დაიცვას ჩვენი საზღვარი. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა გაასწორონ საზღვრები და თუ არ უნდათ, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!".

    ჰარი ტრუმენმა, სხდომის დაძაბული ატმოსფერო რომ განეიტრალებინა, განაცხადა, - ტერიტორიული საკითხი მხოლოდ ორი სახელმწიფოს საკითხია და ის საბჭოთა კავშირ-თურქეთს შორის უნდა გადაწყდეს.

    ამასობაში ანტირუსულ-ანტისაბჭოური მასალები თურქეთის პრესაშიც მომრავლდა. გაზეთები წერდნენ "წითელ ფაშიზმზე", რომელიც არაფრით განსხვავდებოდა გერმანული ფაშიზმისაგან. გაზეთი "თასვირი" 1945 წლის 23 ივლისს წერდა: "რუსეთს ჩვენს მიწა-წყალზე თვალი უჭირავს, მას სურს ხელში ჩაიგდოს ჩვენი სამი აღმოსავლეთის ვილაიეთი, მოსკოვი უკვე შეუდგა ამ გეგმის განხორციელებას. დღემდე საბჭოთა რუსეთი თავის დამპყრობლურ პოლიტიკას ფარული წესით ახორციელებდა - ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში გზავნიდა თავის მომხრეებს და მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი ასეთი „საბჭოთა მთავრობები“ მიმართავდნენ რუსეთს მასთან შეერთების მიზნით. ასე იქნა მოსპობილი საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლატვია, ლიტვა... მოსკოვს ასეთივე პოლიტიკის გატარება სურს თურქეთთანაც, მაგრამ ეს არ გაუვა... არც ერთი თურქი არ დათანხმდება თავისი ტერიტორიის რაიმე ნაწილის გადაცემაზე".

    თურქეთს ართვინ-არტაანის დაკარგვა არ სურდა, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს (და სომხეთს) უნდოდა საკუთარი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნება. თბილისიდან (და ერევნიდანაც) მოსკოვს გაიგზავნა შესაბამისი არგუმენტები ზემოთ ნახსენები ტერიტორიების კუთვნილებაზე. აი, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსკოვში ვ. მოლოტოვის, ა. ვიშინსკისა და ვ.დეკანოზოვის (დეკანოზიშვილის) სახელზე გაგზავნილი ცნობა:

    "სრულიად საიდუმლოდ.

    თურქეთის შემადგენლობაში არსებული საქართველოს ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით
    1921 წლის 16 მარტს რსფსრ-სა და თურქეთს შორის დაიდო„მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბერს - ანალოგიური ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც. ეს ხელშეკრულებები, როგორც ცნობილია, ხელმოწერილ იქნა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მძიმე წლებში.

    1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით საბჭოთა რესპუბლიკები, ომი რომ თავიდან აეცილებინათ, იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ თურქებისადმი, მათი უსაფუძვლო მოთხოვნის გამო, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი.

    ამრიგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორი და მთლიანად ართვინის, არტაანისა და ყარს–ყაგიზმანის ოლქები, აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა. (...) იმის გამო, რომ გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ დიდი სამამულო ომის დროს თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია და ცალმხრივად შეწყვიტა მეგობრობის ხელშეკრულებების მოქმედება, შესაძლოა დადგეს საკითხი ამ ხელშეკრულებათა დენონსაციის შესახებ, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე.
    1878-1918 წლების საზღვრების აღდგენის საკითხში საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავის ტერიტორიაზე ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორის, ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქების მიერთება, რომელთა საერთო ფართობია 12.789 კვ.კმ. (...)
    თუ ტერიტორიული საკითხის გადაჭრამ მოითხოვა, საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავისი უფლებები დამატებით სამხრეთ-დასავლეთი მესხეთის ისტორიული პროვინციის კიდევ სამ რაიონზე - პარხალზე, თორთუმზე და ისპირზე. (...) ასევე შეიძლება წამოიჭრეს საკითხი ლაზისტანის შესახებ. ლაზები, რომელტა გათურქების პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს, ქართველურ ტომებს მიეკუთვნებიან და ქართული ენის დიალექტზე ლაპარაკობენ. თუ ლაზისტანის უშუალოდ შემოერთების შესაძლებლობა გამოირიცხება, მაშინ უნდა დავაყენოთ მისი ავტონომიის საკითხი.

    სამხრეთ–დასავლეთი მესხეთისა და ლაზისტანის მიწების საქართველოსთან შემოერთება საბჭოთა კავშირისათვის სასარგებლო იქნებოდა... ასეთი საზღვარი უზრუნველყოფს საქართველოს სსრ–ისა და შავი ზღვის პორტ ბათუმის უშიშროებას სამხრეთიდან".

    ამ ცნობას თანდართული აქვს ზემოხსენებული ტერიტორიების მოკლე აღწერილობები, აგრეთვე რუკა, რომელზეც სქემატურადაა მოცემული საქართველოს მომავალი საზღვრები.

    www.npa.ge
    "მეთევზემ ცოლს დაურეკა, სააკაშვილი მომყავს სტუმრადო, ქმარი გამიგიჟდაო, ცოლმა მეზობლებს შესჩივლა"

    არ მახსოვს, რომელი წელი იყო, ანაკლიაში მეთევზემ დილით ადრე დაქოქა თავისი "ვოლგა გაზ 21", გავიდა სანაპიროზე, იქ ნავში გადაჯდა და ადრიანი დილის, ტბასავით მოლივლივე ზღვაში შეცურა. 
    ნაპირს კარგად რომ გაშორდა, ხედავს, მოტორიანი ნავი მოდის განმუხურის მხრიდან, სამი კაცია ნავზე. როცა მიუახლოვდნენ, გამორთეს ძრავი და მეთევზემ ერთი -
    მიხეილ სააკაშვილი იცნო. 
    გამოელაპარაკა პრეზიდენტი და ბოლოს უთხრა, ახლა შენს ნავზე გადმოვალ და მერე შენთან, სახლში წავიდეთო. გავიდნენ ნაპირზე ერთად, მიშამ უთხრა, შენი მანქანით წამოვალ, მანქანა არ მყავსო. 8 საათი არაა ჯერ. 
    ამოიღო "ბარდაჩოკიდან" დამტვერილი მობილური მეთევზემ, ცოლი გააღვიძა, მიხეილ სააკაშვილი მომყავს სტუმრად, სუფრა გაშალეო. შეშფოთდა ცოლი თურმე, ზღვაში ხომ არ გადავარდი და ქვას ხომ არ დაარტყი თავიო, მაგრამ გაუმეორა მეთევზემ - 10 წუთში მანდ ვარ და გააკეთე, რასაც გეუბნებიო. 
    გამოსულა ცოლი და მეზობლებისთვის შეუჩივლია, გამიგიჟდა ქმარიო. ამ ამბავშია და ერთიც ვნახოთ, ავარდა მტვერი შარაგზაზე და გაჩერდა ჭიშკართან "ვოლგა გაზ 21", საიდანაც ყურებამდე გაღიმებული სააკაშვილი გადმოვიდა. 
    კომბოსტოს მწნილი გასინჯა და ორი ჭიქა ჭაჭაც დალიაო, დღემდე ირწმუნება ის მეთევზე. 
    ჟურნალისტებმა არ ვიცოდით არაფერი, მერე ემა გოგოხიამ გაიგო ეს ამბავი და ექსკლუზივზე გავარდა, მაგრამ მიშას მაინც ვერ მიუსწრო, მგონი. 
    ის დრო იყო, ქე რო განმუხურის ბანაკი შენდებოდა: ზოგჯერ დღეში ორჯერ ჩადიოდა პირადად პრეზიდენტი, რომ მუშაობის ტემპი შეემოწმებინა. 
    მაშინ აშენდა განმუხური, მერე ანაკლია მიჰყვა. 
    ასე შენდება სოფელი, ისე კი არა, ზოგს რომ ჰგონია, ქუთაისში 30.000 სტუდენტისთვის ქალაქს ვაშენებო და ბაყაყების ყიყინი ისმის.
    ასე იყო.

     

    ლაშა ფარულავა

     

    tzona.org


    "მე გინეკოლოგი ვარ და გადავწყვიტე, არასოდეს გავაჩინო ბავშვი..."

    ლეა ტორესი მეან-გინეკოლოგია, რომელსაც ბევრი ქალის მშობიარობა მიუღია და ახალ სიცოცხლეს ქვეყნად მოვლინებაში დახმარებია.

    მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ არასოდეს იმშობიაროს. ლეას თქმით, ის თვლის, რომ ორსულობა - საშინელი გამოცდილებაა.


    „ამას ჩემი პაციენტები მეუბნებიან. ერთ-ერთმა მითხრა, რომ არა შვილის ყოლის ძლიერი სურვილი, ამას არასოდეს გადაწყვეტდა.


    მოგიყვებით, ჩემი ერთ-ერთი პაციენტის ნათქვამს : "მე არ ვადანაშაულებ მათ, რომლებმაც ბავშვის გაჩენაზე უარი თქვეს, რადგან ორსულობა - ეს საშინელებაა. გულისრევა მუდმივად ჩემთან ერთად არის. ეს ჩემი მესამე ორსულობაა, 37-ე კვირაში ვარ და ჯერაც ტოქსიკოზი მაქვს. და ცრემლები. ვტირი ყოველ დღე, უმიზეზოდ. უკვე არათუ გარშემომყოფებს, საკუთარი თავი მე თვითონვე მაღიზიანებს უაზრო ტირილით. ხშირად სუნთქვა გიჭირს. გიჭირს გადაადგილება. გტკივა ყველაფერი და გგონია, ამას ვერ გაუძლებ. ასე ვიტყოდი: მშბიარობა - ეს საუკეთესო მომენტია, რომლითაც ყველა ეს ტკივილი არსებობას წყვეტს და ახალი, საოცარი ბედნიერება იწყება. არ ვაჭარბებ. ჩემი შვილები ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და ეს არის მიზეზი, როს გამოც მესამედ ვარ ამ ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში. ბავშვებმა ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გახადეს, მაგრამ ვერასოდეს ვიტყვი, რომ ორსულობა ყველაზე ჯადოსნური და ლამაზი პერიოდია ცხოვრებაში. რადგან ეს ასე არ არის“ - ეს მომიყვა ქალმა, რომელსაც შვილის გაჩენაში უნდა დავეხმარო. ის ახალ სიცოცხლეს გააჩენს, საკუთარი ტანჯვის ფასად.


    ვიცი, დედობა დიდი ბედნიერებაა და მე მთელი არსებით გავნაგრძობ ჩემს საქმიანობას. ვიცი, ჩემს გადაწყვეტილებასაც დიდი კრიტიკა და ლანძღვა მოჰყვება, მაგრამ ვხედავ, ეს ძალიან რთულია და ეს მე არ მინდა“ - ამბობს ლეა.

      რა სურთ აფხაზებს – სამურზაყანოს აღორძინება, თუ მეგრელების გააფხაზება?

      ოკუპირებულ აფხაზეთში, წლებია, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების, მეგრელების სტატუსი დე ფაქტო ხელისუფლებისათვის გადაუწყვეტელი პრობლემა და აფხაზებს შორის დაპირისპირების საგანია.

      გალელ ქართველებთან მიმართებით პოლიტიკა აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ შეიცვალა და გააქტიურდა. საოკუპაციო რეჟიმმა გალის რაიონში ქართული სკოლები დახურა და ქართული ენის სწავლება აკრძალა. მოსწავლეებს ეკრძალებათ ქართულად საუბარი არამხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ სკოლის ტერიტორიაზეც კი. ასევე, ხორციელდება ე.წ. აფხაზეთის ისტორიისა და "მშობლიური ენის - რუსულის" მიზანმიმართული სწავლება. ამის პარალელურად, გაძლიერდა რუსული ენის სწავლება, რომელზეც მეტყველებას ქართველ ბავშვებს ბაღიდანვე აიძულებენ. რაც შეეხება აფხაზურ ენას, მისი სწავლებაც გაძლიერდა, თუმცა აფხაზური ენის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენტური პედაგოგერბი ნაკლებად მოიძებნება.

      19 ივლისს, ქალაქ გალის დაარსებიდან 85 წლის იუბლეზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გალელებს 1 მილიონი რუბლი გაუგზავნა საჩუქრად, ქალაქის კეთილმოსაწყობად და წერილობით შეუთვალა, რომ სამურზაყანო - გალის რაიონი განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის არის მთელი "რესპუბლიკისთვის".

      "ძველთაგანვე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაში სამურზაყანო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში, ქალაქმა გალმა და მთლიანად გალის რაიონმა, სტალინის რეპრესიები სრულად განიცადა. რეგიონის ათასობით მცხოვრები გახდა პოლიტიკური ასიმილაციის მსხვერპლი. თუმცა, ეთნიკური მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხალია და მიმდინარეობს აბორიგენი ერის ეროვნული იდენტობის აღდგენის პროცესი ", - აღნიშნულია გალელებისადმი "პრეზიდენტის" წერილში.

      ამავე დღეს, გალში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო" დაარსდა, რომელიც მიზნად ისახავს სამურზაყანოელი აფხაზების შთამომავალთა სოციალური პრობლემების მოგვარებას, მათ ინტეგრაციას აფხაზურ სივრცეში, ასევე მათ ეფექტიან მონაწილეობას აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

      "სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭომ" 19 ივლისს პირველი სხდომა გამართა და პირველი რეზოლუციაც მიიღო:

      1. "ჩვენ, მივმართავთ აღმოსავლეთ აფხაზეთის ყველა მცხოვრებს, რომელთა გვარები და ეროვნული კუთვნილება იყო შეცვლილი და დაექვემდებარა იძულებით ასიმილაციას სტალინისა და ბერიას დროს, გაიხსენეთ თქვენი წარმომავლობა, რათა დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს ქვეყნის მომავლისათვის.

      2. მივმართავთ თხოვნით პრეზიდენტსა და პარლამენტს, კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებები შეიტანონ, რათა ისტორიულად აფხაზი სამურზაყანოელების გვარებისა და ეროვნების შეცვლის პროცედურა გამარტივდეს.

      3. მივმართავთ აფხაზეთის პრემიერსა და მთავრობას, რათა აფხაზეთის 2018-19 წლების ბიუჯეტში სამურზყანოელი აფხაზებისა და გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის სკოლა–ინტერნატის მშენებლობის მუხლი შეიტანონ. ასევე, აფხაზური ენისა და ისტორიის მასწავლებლებს დაფინანსება გაუზარდონ, ხოლო აფხაზეთის სახლემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საცხოვრებელით უზრუნველჰყონ.

      4. მივმართავთ აფხაზებს, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, მხარი დაუჭირონ თავიანთ მოგვარეებს, დაეხმარონ ინტეგრაციაში და ძმური ხელი გაუწოდონ სამურზაყანოელ აფხაზებს“.

      ამ გეგმამ, თავად აფხაზებში და გალელ ქართველებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „პირველთან“ საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მათ, გვარის გამოცვლის შემთხვევაში, პრივილეგიებს სთავაზობს. კერძოდ, ე.წ. აფხაზური პასპორტის მიღებას, რაც თავისთავში გადაადგილების თავისუფლებასა და საარჩევნო უფლებებებს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ადგილობრივი ქართველი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ შემოთავაზებას დასთანხმდეს, რადგან „დაიღალა იმ გაუსაძლისი პირობებით, რაც ბოლო 25 წლის განვალობაში ხდება“.

      „პირველთან“ საუბარში ადგილობრივები იმასაც აცხადებენ, რომ ეს აფხაზურ კლანებს შორის დაპირისპირების საკითხია. მათი განმარტებით, ეთნიკური ქართველებისთვის გვარის შეცვლა იმ ძალებს აწყობთ, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიციაში არიან. ოპოზიციური ძალები საარჩევნოდ ხმების მოპოვებას წინასწარ ცდილობენ.

      აღნიშნულმა მიმართვამ ცხარე კამათი გამოიწვია სოციალურ ქსელშიც. მომხმარებლები წერენ, რომ „მსგავსი განცხადების გაკეთება სამარცხვინოა, რადგან სამურზაყანოში მხოლოდ მეგრელები ცხოვრობენ და არა აფხაზები“. ზოგიერთები კი იმასაც ფიქრობენ, რომ აფხაზურ დე ფაქტო ხელისუფლებას „მეგრელების ახალი ქვესახეობის შექმნა სურს“.

      ამის პარალელურად, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ რამდენიმე კვირის წინ, სომხური საზგადოებრივი ორგანიზაციის "კრუნკ"-ის განცხადება, აფხაზეთში "სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" შექმნის შესახებ. სწორედ აქ შეიძლება აფხაზების მიერ გალელი ქართველებისათვის შეთავაზებული წინადადების ერთ-ერთი მოტივი ვიპოვოთ. „კრუნკი“ აფხაზეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მიზანმიმართულად ამცირებს „რესპუბლიკაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება“.

      კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე „პირველთან“ საუბარში სკეპტიკურად აფასებს აფხაზების მორიგ მცდელობას, სრულად გააკონტროლონ გალის რაიონის მოსახლეობა.

      „გალი, პრაქტიკულად, უმართავი რაიონია და აფხაზები ცდილობენ ისტორიული საფუძვლები ჩაუყარონ იმას, რომ აბსოლუტურად ქართული რეგიონის ასიმილაცია მოხდეს. შესაბამისად, ის დაექვემდებაროს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მმართველობას, რაც ძალიან რთული ამოცანა არის მათთვის, რადგან გალი კვლავ ინარჩუნებს თავის ქართველობას და ქედმოუხრელია. აფხაზეთში რთული დემოგრაფიული მდგომარეობაა. ერთადერთი ეთნიკური ჯგუფი, აფხაზეთის რეალობაში, ვისაც აფხაზური დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრივ ღირებულებას წარნოადგენს, აფხაზები არიან და ისინი დღესაც უმცირესობაში არიან. გალის რაიონზე კონტროლით შეეცდებიან მთელი აფხაზეთის დაქვემდებარებას. მე დარწმუნებული ვარ, აქედან არაფერი გამოვა, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში მცდელობები იყო, თუმცა გალის მოსახლეობა კვლავ ქართულ მოსახლეობად დარჩა“, - განაცხადა „პირველთან“ საუბარში კონფლიქტოლოგმა ლევან გერაძემ.

      შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ დაუშვებელია, ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა დაუკავშირდეს იდენტობის შეცვლას და საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას.  ეს არის ადამიანების დისკრიმინაცია. 

      „რამდენადაც ძვირფასია აფხაზებისთვის აფხაზური იდენტობა, იმდენად ძვირფასია გალელი ქართველებისთვის  მათი ქართული იდენტობა. საქართველოს ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ეთნიკური ჯგუფი და ამ ჯგუფების თვითმყოფადობა. აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა თავის მხრივ, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი სახელმწიფოსთვის, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ქართულთან ერთად“, – უთხრა „პირველს“ ციხელაშვილმა.

      მისივე თქმით, „გალელებს უნდა ჰქონდეთ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა. შეზღუდვები და ამ ადამიანების შევიწროება აფხაზურ საზოგადოებას არაფერს ჰმატებს და ვიცი, რომ თავად ამ საზოგადოებაში ბევრი ადამიანია შეწუხებული, ესმის რა ამგვარი პოლიტიკის გაუმართლებლობა და სიმძიმე“.

      ციხელაშვილს მიაჩნია, რომ არსებული მიდგომები მხოლოდ ზრდის კონფრონტაციას და ადგილზე კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მისივე თქმით, ამ თემაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ პოლიტიკას დისკრიმინაციულად აფასებს. 

      „ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, არსებული მექანიზმების მობილიზებითა და ყველა შესაძლო ფორმატში გაგრძელდება ბრძოლა გალის მოსახლეობის უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციული ვითარებიდან მათი  გამოყვანისთვის. აუცილებელია, შეწყდეს დისკრიმინაციული მოპყრობა და ფუნდამენტურად გადაიხედოს არსებული მიდგომები, რომლის მსხვერპლი ათასობით ადამიანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

      როგორც ჩანს, აფხაზები უკვე ძალის ნაცვლად ხერხს მიმართავენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონი - გალი, სადაც არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სულ ცოტა 60 ათასი მეგრელი ცხოვრობს, საბოლოოდ "დაიმორჩილონ". ამ მიზნით კი, ისინი ეთნიკურ ქართველების "გააფხაზებას" გეგმავენ, რითაც ქართველების სტატუსის საკითხი ნაწილობრი მოგვარდება და აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის სტატისტკური რაოდენობაც გაიზრდება. აფხაზები ამ გეგმით სტატისტიკურად დაამტკიცებენ, რომ ისინი არც ქართველებთან და არც სომხებთან მიმართებაში უმცრესობაში არ არიან. საჭიროების შემთხვევაში, ალბათ, "გადაგვარებულ" ქართველებს სომხების წინააღმდგაც გამოიყენებენ.

        www.pia.ge
        „მინდა წერილი მივწერო იმ ადამიანებს, ვინც თავისი შვილის ხელები მომცეს“

        ზიონ ჰარვი – მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელსაც ორივე ხელი გადაუნერგეს. ოპერაცია აშშ–ის 3 კლინიკის ექისმების ჯგუფმა ჩაატარა.

        ხელების გადანერგვიდან 2 წლის შემდეგ ზიონმა საკუთარი სახელის დაწერა ისწავლა. ის ოცნებობს, წერილი მისწეროს იმ ბიჭის მშობლებს, რომლებმაც მას თავისი შვილის ხელები მისცეს.


        www.digest.pia.ge

        "სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო .." ჰაკერი, რომელმაც 4000 მილიონი გაჭირვებულებს დაურიგა ჩამოახრჩვეს ...

        მან გატეხა 217 ბანკის ანგარიში, შეაგროვა 4000 მილიონი და დაურიგა გაჭირვებულ ხალხს...

        სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო ჰამზა, ალჟირელი ჰაკერი...



        www.digest.pia.ge

        "15 წლისას ორი შვილი მყავდა... ახლა 24 წლის ვარ და მეხუთე შვილზე ვარ ორსულად"

        სამწუხაროა, მაგრამ ნაადრევი ქორწინების თემა საქართველოში კვლავაც საკმაოდ აქტუალური და ამოუწურავია.

        არა მხოლოდ წარსულის, თანამედროვე ამბებიც სულის შემძვრელია. ყოველ ახალ სტატიას აღნიშნულ თემაზე ახალ-ახალი გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე და მორიგ გამაოგნებელ ამბავს ვისმენთ. ამჯერად წარსულში ჩვენი უახლოესი წინაპრების ნაადრევ ქორწინებებზე ნაამბობს (იხილეთ სტატია), რამდენიმე კიდევ უეფო საინტერესო ისტორია მოჰყვა. ერთი ალბათ განსაკუთრებულია და ამიტომაც, მასზე ცალკე უნდა დაიწეროს.

        ეს გოგონა 24 წლის თიკოა. როგორც თავად გვიამბო, 15 წლისას უკვე 2 შვილი ჰყავდა. 
        ახლა კი 24 წლისაა და მეხუთე შვილს ელოდება.

        "13 წლის ვიყავი, ჩემმა ქმარმა რო მომიტაცა. ის 14 წლის იყო. შეყვარებულები ვიყავით, თუმცა ჩემები იყვნენ წინააღმდეგი. მათემატიკაზე დავდიოდი და გაკვეთილის მერე მომიტაცა. ახლაც უდევს მანქანაში ჩემი მათემატიკის წიგნი...

        კარგა ხანს ვერ მომაგნეს და მართალია, მეც არ მინდოდა გათხოვება, უარი რომ მეთქვა, ციხეში გაუშვებდნენ და ამიტომ ბოლოს ვთქვი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი.

        საკმაოდ მალე დავორსულდი, თუმცა სკოლაში სიარული არ შემიწყვეტია. სანამ სკოლას დავამთავრებდი, მეორეც მეყოლა. თუმცა ვერ გეტყვით, რომ სწავლაში ხელი შემეშალა - დედამთილი ყველაფერში მეხმარებოდა. პირველი შვილი რომ მყავდა, სულ ვამბობდი, ღამე არ ტირის-თქო, თავს ვიწონებდი. არადა, თურმე ჩემს დედამთილს გაჰყავდა და მთელი ღამე ის უვლიდა, რომ მე არ შევწუხებულიყავი.

        სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამასობაში მესმაე მეყოლა. ახლა 24-ის ვარ და მეხუთე შვილს ველოდები... თან მილებს ვიკეტავ...

        ახლანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო ეს ყველაფერი. მე უბრალოდ გამიმართლა, რომ კარგი ოჯახი შემხვდა. ჩემი ქმარი ჩემზე გაცილებით მომზადებული იყო და უფრო მალე შედგა მამად... და პრაქტიკულად, დედამთილმა გამიზარდა შვილები. რეალურად, მეოთხე რომ გავაჩინე, მაშინ გამიჩნდა ნამდვილი დედობის განცდა.

        ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, საზღვარგარეთ სწავლა მინდოდა და ვერ შევძელი".


        www.digest.pia.ge

        რიჩარდ გირის ცნობილი ინტრენეტ-პოსტი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ!

        რიჩარდ გირს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს და ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ ახლახანს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს ემოციების ტალღა მოჰყვა.

        პოსტი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა, თანაც ისეთებმა, რომლებიც სულაც არ არიან გირის ფანატები.

        გთავაზობთ ამ შესანიშნავი წერილის თარგმანს:

        "ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დედა მუდამ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა. მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევდა, არ სვამდა, არ ეწეოდა, მზეზე დამცავი საცხის გარეშე არ გამოდიოდა და ვარჯიშობდა. მუდამ გადიოდა კონსულტაციას ფიზიოთერაპევტებთან და დიეტოლოგებთან, შეიძლება ითქვას, რომ მეტისმეტად აქცევდა ყურადღებას ჯანმრთელობას.

        ახლა ის 76 წლისაა, კანის კიბო აღმოუჩინეს, ასევე, ძვლის ტვინის კიბო. თანაც ქალს მძიმე სტადიის ოსტეოფოროზი აქვს...

        ჩემი მეგობრის მამა ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა, არასოდეს იყო სპორტით დაკავებული, უყვარდა კარგად ჭამა, სვამდა და ირუჯებოდა იქამდე, სანამ კანი არ გასძვრებოდა.

        ახლა ის 81 წლისაა და ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის ახალგაზრდებს შეშურდებოდათ.

        როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვერასოდეს დავიმალებით ჩვენი შინაგანი შხამისგან. ადრე თუ გვიან, ის თავს იჩენს. ჩემი მეგობრის დედამ თქვა: "რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდება ჩემი ცხოვრება, არასოდეს მოვუსმენდი ექიმებს და ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებდი".

        ეს არის ცხოვრება და აქედან თავს ცოცხალი ვერავინ დააღწევს. ასე რომ, არ ღირს მოეპყრო საკუთარ თავს, როგორც რაიმე მეორეხარისხოვანს. სანამ დროა, უნდა იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისთვის. ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. აკეთეთ ის, რაც გსურთ. ჭამეთ გემრიელად, გაირუჯეთ, იყავით სულელები და უცნაურები, მაგრამ იყავით ის, ვინც ხართ. სხვა დანარჩენზე, უბრალოდ, დრო არ რჩება!"


        www.digest.pia.ge

        "აწი მაგან დაიჭიროს დიდი ჩიტი"
        ლალი მოროშკინას გადაცემა "ფაბრიკაში" სტუმრად გაეროში ქართველი ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე იმყოფებოდა. ლალი მოროშკინამ გადაცემაში თათია დოლიძეს უთხრა, რომ "ქართველთა მარშზე" მისი მამამთილიც იმყოფებოდა, რაზეც თათია დოლიძემ მიუგო რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას.

        გადაცემის მიმდინარეობისას პირდაპირ ეთერში გია კორკოტაშვილმა დარეკა და თათია დოლიძეს ბოდიში მოუხადა იმ სიტყვებისთვის, რაც სოციალურ ქსელში მისი მისამართით თქვა, თუმცა პირდაპირ ეთერში შერიგება ვერ მოხერხდა. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა,გია კორკოტაშვილს ბოდიშის ფორმა  არ მიიღო, რითაც მათ შორის კონფლიქტი უფრო გამწვავდა: “მინდოდა რაინდულად მოვქცეოდი და ბოდიში მოვიხადე, ამ პატარა გოგოშკამ კი “ეხიდნურად” უყუროს ბებიამისს, მინდოდა მივდგომოდი მეგობრულად, მაგრამ აწი მაგან დაიჭიროს დიდი ჩიტი”-განაცხადა გია კორკოტაშვილმა.


        www.presa.ge
        "ჩვენი ქალები თქვენნაირი ადამიანებისგან უფრო არიან დასაცავები"
        გთავაზობთ, თათია დოლიძის მამის ალეკო დოლიძის საგანგებო მიმართვა, რომელიც მან „რეაქციას“ გაუგზავნა:

        "მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომელსაც სულზე მიუსწრო იმ თბილისს, ჩემი მეგობრის გიზო ნიშნიანიძის სიტყვებით, რომ ვთქვა სიყვარულში არ ჰყავდა ბადალი. ახალი კი ვსვამ რიტორიკულ კითხვას: რა ხდება ჩემს ქალაქში?! ვითომ და ქართველი ქალის ღირსების, მანდილის დასაცავად გამოსული ქართველი პატრიოტები თვითონვე ასე ბინძურად თავს ესხმიან შვილის ტოლა გოგონას. 

        დარწმუნებული ვარ ის მიგრანტები, რომლების წინააღმდეგაც ისინი გამოდიან ამგვარი შეურაცხყოფის მიყენებას ქალისთვის ვერ გაბედავდნენ თავის ქვეყანაში. ჩემთვის როგორც თბილისელისთვის და ძველი პლეხანოველისთვის ძალიან მტკივნეულია, რაც დღეს აღმაშენებლის გამზირზე ხდება, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ჩრდილოელ მეზობელებს, რომლებიც ქართველთა დეპორტირებას, მათ შორის ორსული ქალების და ბავშვების სატვირთო თვითფრინავებით ახორციელებდა,რასაც არაერთი მსხვერპლი მოჰყვა. 

        როგორც ჩანს ჩვენი ქალები თქვენნაირი ადამიანებისგან უფრო არიან დასაცავები, ეს საკითხები კანონით არის დასარეგულირებელი და ეს ამბავი მარშით ვერ გადაწყდება. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და არანაკლებ ვიამაყებდი, რომ ვყოფილიყავი სომეხი, აფხაზი, ოსი ან სხვა ერის წარმომადგენელი, რომლისთვისაც საქართველო სამშობლო იქნებოდა. 

        მე არანაირი ბიზნესი არ გამაჩნია რუსეთში და არც მოსკოვში დავდივარ სასიმღეროდ. რაც შეეხება ჩემი და თათიას რუსეთის აგენტებად შერაცხვას, სამშობლოს მოღალატედ ადამიანის გამოცხადება ძალიან მძიმე ბრლადებაა. ამაზე თქვენ აუცილებლად უნდა აგოთ პასუხი კანონის და სინდისის წინაშე. ისე ნუ იზამთ რომ საკუთარმა შვილებმა თქვენს მამობაზე უარი თქვან და ამ ქალაქში აღარ გეცხოვრებოდეთ ..." - ნათქვამია განცხადებაში. 


        www.presa.ge
        "აღშფოთებული ვარ ფრესკოს პროდუქტით... ყველაზე საოცარი მენეჯერის რეაქცია იყო"

        ფეისბუქზე ერთ-ერთი მომხმარელი აღშფოთებულია სუპერმარკეტ „ფრესკოშო“ შეძენილი მზა პროდუქტით და ნახეთ რას აქვეყნებს:

        აღშფოთებული ვარ ფრესკოს პროდუქტით და მომსახურებით. გაურკვეველი ნაწილებია საჭმელში. ამჯერად შემხვდა უმი სიმინდის "შეჭმული" მარცვალი. სიმინდი ახლოსაც არ იყო სუნელებიან ბადრიჯანთან და ვერ მოხვდებოდა შიგნით.. ყველაზე საოცარი მენეჯერის რეაქცია იყო: გაკვირვებული მეკითხებოდა საიდან მოხვდა , აქ არ უნდა იყოსო ... მოკლედ მოგიწოდებთ რომ არაფერი არ ჭამოთ ფრესკოში .


        www.droni,.ge

        ბიჭის გაჩენის სურვილით ზედიზედ ოთხჯერ გაკეთებული სელექციური აბორტი და გარდაცვლილი ქალი...

        აღმოსავლეთ ჩინეთში ქალი მეოთხე აბორტის შედეგად გარდაიცვალა. ერთი წლის განმავლობაში მან ზედიზედ ოთხი აბორტი გაიკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაყოფი გოგონა იყო ოთხივე ჯერზე. აბორტების მიზეზი ქმრის მუქარა იყო - გარდაცვლილს მეუღლე მიტოვებით ემუქრებოდა, თუ ქალი მას გვარის გამგრძელებელს არ გაუჩენდა.

        1979 წლიდან ჩინეთში არსებობდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები „ ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“. სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილებს მიეცათ უფლება ორი შვილი იყოლიონ.

        გარდაცვლილსა და მის მეუღლეს პირველი გოგონა შეეძინათ და მამაკაცი სწორედ ამ მიზეზით მოითხოვდა ცოლისგან ბიჭის ყოლას, რადგან მესამე ვეღარ შეეძინებოდათ. მეოთხე აბორტის შემდეგ ქალი მართლაც მიატოვა მეუღლემ, რადგან ჩათვალა, რომ მას ბიჭის გაჩენა „არ შეეძლო“. რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალმა მუცლის ტკივილითა და სისუსტის ჩივილით მიმართა ადგილობრივ კლინიკას. მას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა დაწყებული და ექიმებმა ქალის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

        რაც შეეხება გარდაცვლილის ყოფილ მეუღლეს, ის დიდად არც დამწუხრებულა ქალის სიკვდილით, რადგან ეძებს საცოლეს, რომელთანაც ბიჭი შეეძნება.

        www.life.ru

        შალვა ნათელაშვილის კომენტარი "საზოგადოებრივი მაუწყებელის" 1 მილიონიან ჯიპებზე

        შალვა ნათელაშვილის კომენტარი "საზოგადოებრივი მაუწყებელის" მილიონიან ჯიპებზე. აი რას წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

        „ამ დროს ჩვენთან გადაღებებზე არ უშვებენ ჟურნალისტებს საწვავი არა გვაქვსო“

        როგორც ცნობილი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 მილიონ ლარად 20 წითელ ჯიპს იყიდის


        www.droni.ge

        სანდრო ბრეგაძემ “ახალ აღთქმა”-ზე დაიფიცა...

        გადაცემა “რეაქციის” ეთერში, ინგა გრიგოლიამ, “ქართული მარში”-ს ერთ-ერთ ორგანიზატორს სანდრო ბრეგაძეს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პარტიები და პიროვნებები ავრცელებენ და რომელთა განცხადებითაც “ქართული მარში” რუსეთიდან ფინანსდება. სანდრო ბრეგაძემ გადაცემის წამყვანს პასუხი ორიგინალურად, “ახალ აღთქმა”-ზე დაფიცებით გასცა.

        “აქ მიდევს წმინდა წიგნი – “ახალი აღთქმა”. მასზე ხელს ვდებ და ვფიცავ, ჩემი შვილების, ჩემი ოჯახის და ჩემი სამშობლოს წინაშე, რომ არანაირი კავშირი ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს. ეს არის ქართული, წმინდა მარში. ეს არის ილიას, ზვიადის და მერაბის გზა. “ – განაცხადა ბრეგაძემ პირდაპირ ეთერში.

        www.exclusivenews.ge

        "საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით, რომ გვარამიას ეთერი დავუთმეთ"
        ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში, “რუსთავი2”-ის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გამართული ბრიფინგზე გაკეთებული სიუჟეტის გამო, წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა: “ჩვენ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით, რომ ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეთერი დავუთმეთ”. – განაცხადა ლევან ჯავახიშვილმა.


        www.exclusivenews.ge
        მანქანა გადაბრუნდა და მოზარდი ქვეშ მოექცა – ტრაგედია ოზურგეთში
        ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მომხდარ უბედურ შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
        „ლუაზის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც მოზარდი იჯდა, ღელეში ჩაგორდა, მანქანა გადაბრუნდა, მოზარდი კი მის ქვეშ მოექცა.
        მოზარდმა ადიდებულ ღელეში მანქანიდან გამოსვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა.
        ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

        www.exclusivenews.ge
        სამართალი “მოკლეს იმის გამო, რომ ფაქტს შეესწრო” _ სასტიკი მკვლელობის დეტალები

        ამ დრომდე უცნობია გუშინ მოკლული ორი ოზურგეთელი მამაკაცის მკვლელობის მოტივი და მკვლელების ვინაობა. ცნობილია მხოლოდ, რომ გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი დიმა ომოლჩენკო იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე (ყოფილი წულუკიძის ქუჩა) ფოცხიშვილის ნათლიის სახლის წინ ჩაცხრილეს. 

        შავი ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ მკვლელობიდან ორ საათში, სოფელ ოზურგეთში დამწვარი იპოვეს.

        ახლობლები შურისძიების და შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.

        ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებათან დაპირისპირებაც ჰქონდა.

        ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.

        ციხე მან 2013 წელს ამინისტიის კანონის შედეგად დატოვა და როგორც ამბობენ ბიზნესით იყო დაკავებული.

        რაც შეეხება ფოცხიშვილის დის ქმარს, დიმა ომოლჩენკოს იგი შემოქმედის ეპარქიაში გაიზარდა. დედმამით ობოლი ბიჭი მეუფე იოსებმა გაზარდა. ომოლჩენკომ სასულიერო პირების გარემოცვაში წლები გაატარა. მის შესახებ ყველას სასიამოვნო მოგენებები აქვს და როგორც ამბობენ, პატიოსანი ახალგაზრდა შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.

        “ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.

        ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო, რომელიც  მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაც ზედ მიაყოლეს, რადგან იქ იყო _ მოწმე მოიშორეს რა.

        პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა,” _ წერს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი.

        დიმას ემოციურ პოსტს უძღვნის შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათნა ცერცვაძეც:

        მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი. თავისთან ზრდიდა. მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა

        გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ, ეკლესიის წიაღში. ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა. მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა.

        დედობას იღუმენიები და დედები უწევდა. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკო.

        ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელი. ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა.  ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ…

        მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით. დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე. ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო.

        მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა. დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ-ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ. მერე დაბრუნდნენ სამშობლოში, თავიანთი ბუდე მოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა.

        ასე პატიოსნად და დაუზარელად გაჰონდათ ცხოვრების ჭაპანი. დღეს კი, ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი. ბიჭი, რომელიც მამის ასლია. ბიჭმა, რომელმაც უმამოდ უნდა გაიზარდოს.  მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევს გაიგოს, როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელი დატოვა, მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, _ წერს ცერცვაძე.

        www.gurianews.ge


        30 გასროლა ორი სხვადასხვა იარაღიდან – სასტიკი მკვლელობის ვერსია და დეტალები

        გუშინ, ოზურგეთში საზარელი მკვლელობა მოხდა _ იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ნათლიის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი 33 წლის დიმა ომოლჩენკო ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ჩაცხრილეს.

        ჩვენ მიერ მოპოვებული, გადამოწმებული ინფორმაციით გურამ ფოცხიშვილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, როგორც ე.წ. „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან, ასევე „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან.

        რაც შეეხება ომოლჩენკოს მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი _ საერთო ჯამში კი 30-მდე გასროლაა გახორციელებული. ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.

        მკვლელობა დღისით, დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა _ საქმეს თვითმხილველები არ ჰყავს.

        ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ შავი, „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც სავარაუდო მკვლელები გადაადგილდებოდნენ, სოფელ ოზურგეთში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მკვლელობიდან ერთ საათში დამწვარი იპოვეს.

        დამნაშავეები იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ.

        ადგილობრივებს არც გასროლის ხმა გაუგიათ:

        _ ძლიერი წვიმა იყო და არც სროლის ხმა გაუგია ვინმეს და არც არავის დაუნახავს რა მოხდა, _ აღნიშნავენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას შემოქმედელის ქუჩაზე მაცხოვრებლები.

        დაღუპულების ახლობლები ფიქრობენ, რომ ეს შეკვეთილი და კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. ამავე ვერსიაზე მუშაობს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოც, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღძრა, რაც რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

        გურამ ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებათან დაპირისპირებაც ჰქონდა.

        ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.

        ციხე მან 2013 წელს ამინისტიის კანონის შედეგად დატოვა და როგორც ამბობენ ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცამ მასთან ძველი „ანგარიშების გასწორება“ სცადა.

        გამოძიების მასალებით იკვეთება, რომ გურამ ფოცხიშვილს ბევრი მტერი ჰყავდა _ მტრების ჩამონათვალში ე.წ. კანონიერი ქურდები და მათთან დაახლოებული პირებიც არიან, მათ შორის ოზურგეთელებიც, რომელთა დაკითხვები პოლიციაში უკვე მიმდინარეობს.

        რაც შეეხება ფოცხიშვილის დის ქმარს, დიმა ომოლჩენკოს იგი შემოქმედის ეპარქიაში გაიზარდა. დედმამით ობოლი ბიჭი მეუფე იოსებმა გაზარდა. ომოლჩენკომ სასულიერო პირების გარემოცვაში წლები გაატარა. მის შესახებ ყველას სასიამოვნო მოგენებები აქვს და როგორც ამბობენ, პატიოსანი ახალგაზრდა შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.

        “ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარაიყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიასვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე დადიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცადაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.

        ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროსწარმომადგენელი იყო, რომელიც მანქანაშიჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაცზედ მიაყოლეს, რადგან იქ იყო _ მოწმე მოიშორესრა.

        პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო,რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილიდარჩა,” _ წერს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი.

        დიმას ემოციურ პოსტს უძღვნის შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძეც:

        “მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი. თავისთან ზრდიდა. მერე მეუფემ ნახა და ეტყობათვალებში რომ ჩახედა დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა

        გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ, ეკლესიის წიაღში. ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა.მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასეგვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა.

        დედობას იღუმენიები და დედები უწევდა. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკო.

        ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელი. ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა. ყველა ასევერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ…

        მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით. დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე.ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო.

        მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა.დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ–ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ. მერე დაბრუნდნენ სამშობლოში, თავიანთი ბუდემოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა.

        ასე პატიოსნად და დაუზარელად გაჰონდათ ცხოვრების ჭაპანი. დღეს კი, ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდწავიდა ამ ქვეყნიდან დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი. ბიჭი, რომელიც მამის ასლია. ბიჭმა, რომელმაცუმამოდ უნდა გაიზარდოს. მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევსგაიგოს, როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო დასულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელიდატოვა, მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, _ წერს ცერცვაძე.

        www.gurianews.ge

        ქობულეთში 25 წლის მამაკაცს პოლიციელმა ესროლა...

        ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, პირველ შესახვევში სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

        როგორც დაზარალებულის მამა თენგიზ ქათამაძე აცხადებს, შსს-ს თანამშრონელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ორი დღის წინ მოქალაქესა და შსს-ს წარმომადგენელს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.
        “ჩემს შვილს მოსაკლავად ეძებდა. არანარი პირადი დაპირისპირება არასდროს ჰქონია. არ ვიცი, რატომ არის ჩემს შვილზე გადამტერებული”, – აცხადებს თენგიზ ქათამაძე.
        შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.
        როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.


        www.exclusivenews.ge

        'ბანკეტის ღამეს შეყვარებულის ტყუპისცალთან ქალიშვილობა დავკარგე...'
        როგორც ნია ამბობს, ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. ყველაფერი საბედისწერო ბანკეტის ღამემ შეცვალა. ახლა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, გამოსავალს ვერ პოულობს, სერიოზულად ფიქრობს თავი ხომ არ მოიკლას.

        ნია:
        - მამიდა მზრდის. არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან ვემადლიერები. მამა საზღვარგარეთაა. დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემის წყალობით, გაჭირვებაში არ ვიზრდებოდი. საჭმელი და სასმელი ყოველთვის მქონდა. სანამ დაწყებითი კლასები არ დავამთავრე მამიდას მუშაობა არ დაუწყია, დედის დანაკლისი რომ არ მეგრძნო. თუმცა, რა თქმა უნდა, დედა შეუცვლელი ადამიანია. ჩემს შეცდომას არავის არ ვაბრალებ, ვიცი რომ ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობის ტვირთსაც თავად უნდა გავუმკლავდე, მაგრამ ძალიან მიჭირს.

        როგორც ყველა გოგონა, მეც მოუთმენლად ველოდი ბანკეტს. საგულდაგულოდ ავარჩიე კაბის სტილი, ფერი, დიდხანს ვეძებდი ხელმარჯვე მკერავს, რამდენჯერმე მოვიარე მაღაზიები და ბაზრობები, მაგრამ საბოლოოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამერიკიდან გამოვაგზავნინე მშობელს. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი. ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამას დაუფარავად აღნიშნავდნენ სხვებიც. 

        მეცხრე კლასიდან ჩემი ერთ-ერთი კლასელი, ნიკა მიყვარდა. თავად არასდროს გამოუჩენია ჩემდამი განსაკუთრებული სიმპათია, ამიტომ არასდროს მიგრძნობინებია მისთვის ჩემი სიყვარული. ნიკას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, გურამი. ერთმაეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ნიკოლოზი კარგად სწავლობდა, კომუნიკაბელური იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა. გურამი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, სიტყვაძუნწობდა და გოგონების წვალება მოსწონდა. 

        მინდოდა ბანკეტზე ჩემი მეწყვილე ნიკა ყოფილიყო, მაგრამ მან კლასის ყველაზე ლამაზი ქალიშვილი, ქეთი, აირჩია. გულწრფელად რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. სულ ჭორაობდნენ რომ ქეთისა და ნიკოლოზს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ. ძალიან ვეჭვიანობდი ფოტოგრაფის წინაშე ერთად რომ პოზიორობდნენ, ნიკა ნამდვილი ჯელტმენივით ექცეოდა ქეთის, მანქანაშიც ერთად ისხდნენ, გადმოსვლისას კარს უღებდა, ხელმკავგამოდებულები დადიოდნენ, ქეთევანს ფეხები რომ ასტკივდა ნიკამ ხელშიც კი აიყვანა. დავიბოღმე. მათი ყოველი ცეკვა უფრო და უფრო მაღიზიანებდა. 

        იმ საღამოს ბევრი დავლიე, არ ვიცი ჩემი ჭკუით სამაგიერო გადავუხადე ნიკას თუ 

        უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მამაკაცისთვის სასურველი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ რესტორნიდან გურამისთან ერთად წამოვედი და სასტუმროში წავედით. ქალიშვილობა გადავაბარე ადამიანს, რომელიც არც კი მიყვარდა. (მას ხომ მითუმეტეს!)
        ზაფხული ისე გავიდა, რომ არც ნიკა მინახავს და არც - გურამი. 

        უნივერსიტეტში მე და ნიკოლოზი ერთ ფაკულტეტსა და ჯგუფში მოვხვდით. ორ თვეში იმაზე მეტად დავახლოვდით ვიდრე სკოლაში... ბიბლიოთეკაში ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვსადილობდით, 3-ჯერ კინოშიც კი დამპატიჟა. ორი თვეა რაც შეყვარებულები გავხდით. გასულ კვირას მისი დაბადების დღე იყო. ტყუპებმა ერთად აღნიშნეს. გურამს ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა მომესალმა. მოგვიანებით აივანზე მოსაწევად რომ გავედი უკან სიგარეტზე მომიკიდა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი და კატეგორიული ტონით მომიგო:

        - ჩემს ძმას თავს თუ არ დაანებებ ყველას მოვდებ, რომ ბანკეტის ღამეს ჩემთან სექსი გქონდა. ფეხებზე მკიდია შენზე რას იტყვიან. - ეს იყო და ეს. მერე გავიდა. 
        ვიცი, რომ აუცილებლად შეასრულებს დაპირებას. მირჩიეთ როგორ შევინარჩუნო ნიკა, ხმა ჩავაგდებინო გურამის და არ გავანადგურო ჩემი რეპუტაცია...

        www.msoflionews.ge
        ,,უპასუხისმგებლო ხელმძღვანელი პირების გამო კინაღამ გადამღები ჯგუფი აფეთქდა"

        მთელი დღეა ვადევნებ თვალს საზმაუს წითელი ჯიპების შესახებ ამბავს.
        1) ავტოპარკი, რომ გასაახლებელი იყო ამაზე 2 აზრი არ არსებობს, უპასუხისმგებლო ხელმძღვანელი პირების გამო კინაღამ გადამღები ჯგუფი აფეთქდა...
        2) მძღოლები ამ დაწესებულებაში ერთ ერთი ყველაზე დაუცველი დასაქმებულთა ჯგუფია! აუცილებელია ამ ადამიანებისთვის შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ელემენტარული გრაფიკის შექმნა, ადამიანური ხელფასით უზრუნველყოფა და წახალისება!
        3) რამდენად რაციონალურია საზმაუს მენეჯმენტის ეს მოქმედება და რატომ აქამდე არ მოხდა ავტოპარკის განახლება? ეს კითხვაც ლეგიტიმურია, იმ რეალობაში, როცა რეალურად ტელევიზიაში მხოლოდ „მოამბე“ მუშაობს... თანამშრომელთა დათხოვნის ხარჯზე გაკეთებული ეკონომია და ნაყიდი ჯიპები კი პრობლემაა, რომელზეც მხოლოდ მენეჯმენტია პასუხისმგებელი!
        ჰო, კიდევ ერთი თუ რომელიმე მანქანა აქამდე არ ვარგოდა, ან აკლდა შესაბამისი ნაწილი, ან მოწყობილობა ( მაგალითად კონდენციონერი ) ეს მხოლოდ წინა მენეჯმენტის (ნუ რომელიც ახლაც იქ ზის) ბრალია. ისინი წლების მანძილზე ხალხის ხარჯზე აკეთებდნენ „ეკონომიას“...

         


         

         



        ავტორი: ლაშა მესხი

        www.mediamall.ge